ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია, არა? თუმცა თუ გეტყვით, რა სისტიკე აქვს ამ ქალს ოდესღაც საკუთარი ძმების მიმართ გამოჩენილი, აღარ გაგიკვირდებათ, რატომ ექცევა ასე არაადამიანურად ძმიშვილს. ბავშვობაში ძმებს ისეთ იონებს უწყობდა, ბევრს ფანტაზიაც ერ ეყოფოდა ამის წარმოსადგენად. თუმცა გამოჩნდა ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი აღწერა და ისიც მოახერხა, ეს შემზარავი ამბავი სხარტი და იუმორნარევი ტონით მოეთხრო, თანაც ისე ოსტატურად, რომ მილიონობით ადამიანი მოეხიბლა. დიახ, ყველაზე საშინელი ისტორიაც კი, სადაც სიკეთე ყოველთვის ჯობნის ბოროტებას და საბოლოოდ მშვიდობიანად სრულდება, მერე საინტერესო ამბად იქცევა ხოლმე. მითუმეტეს, როცა ამ ამბავში დიდი მეგობრობა, ურთიერთთანაგრძნობა და დიდსულოვნებაც მონაწილეობს, თანაც თუ მთხრობელი არ დაიზარებს და ნაამბობს ჩანახატებსაც დაურთავს. სწორედ ეს ჩანახატები აცოცხლებს და უფრო ნათლად წარმოგიდგენთ ამბავს, რომელიც ერთ ძველ და მდიდრულ სახლში მოხდა.

ეს კი მამიდას ოინებია, რომლებსაც ბავშვობაში საბრალო ძმას უწყობდა ეს ისტორია სინამდვილეში მწერალ დევიდ უოლიამის საბავშვო ბესთსელერია, რომელმაც საბავშვო წიგნებში გაყიდვების რეკორდი მოხსნა. სასიამოვნო საკითხავი, თუმცა დამაფიქრებელი ისტორიაა, რომელიც ბავშვს ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რამხელა უპირატესობა აქვს განათლებულ, დიდსულოვან, კარგად აღზრდილ ადამიანს გულქვა, ანგარებიან და გულბოროტ ადამიანთან შედარებით. ეს სინამდვილეში კეთილი ადამიანების ამბავია, რომლებსაც ბოროტი არსების გვერდით მოუხდათ ცხოვრება. ეს თანაგრძნობის, თავგანწირვის, მიზნისკენ სწრაფვის ისტორიაა, რომელიც პატარა მკითხველს ბევრ მნიშვნელოვან დასკვნას გააკეთებინებს.

ის უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და 8-12 წლის ასაკის მკითხველს ელის. თუ ამ ასაკის ბავშვისთვის ისეთ წიგნს ეძებთ, რომლის წაკითხვა არ დაეზარება, "საძაგელი მამიდა" ნამდვილად სწორი არჩევანია. ილუსტრაციებით გაცოცხლებული და იუმორით მოთხრობილი ამბავი ახალბედა მკითხველის "ჩასათრევად" ნამდვილად გამოდგება. ჩვენი შვილების დაინტერესება ხომ იოლი საქმე არ გახლავთ. იქნებ ეს ბრიტანელმა მწერალმა დევიდ უოლიამმა შეძლოს, რომელსაც უკვე 4 მილიონზე მეტი წიგნი აქვს გაყიდული...