პირველ ლექსს გუკა რჩეულიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს:
„მე პოეტი არ ვარ,რაღაცას ვწვალობ ეს ლექსი დედაჩემს დავუწერე
„ფოლადის სივრცეში
მე მომიწია კალამით ჯდომა
ასოთა წყობით
ვცდილობ აღგითქვა შენ თანადგომა.
უსამართლობის კარნავალია
თურმე ცხოვრება
სიკეთის არსი გათელეს
უსახურმა გნომებმა.
მახსოვს ოფლით ნაშენები
მერცხლების ბუდე
ზევიდან დახედე და გადაუგდე
ამ ვერცხლის ქურდებს
შენ ზუსტად
მთელი სიმძაფრე შენებაშია.
უსაზღვრო ვნება
პატარა ქალის ბუნებაშია
დე, მე არ მინდა სიბნელით
შენ რომ დაიღალო
სულ გვერდში მიგულე
ჩემო ერთადერთო გენერალო!