''რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება, უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე.
მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის,
გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, - ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე.
ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასვლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები.''