10 ოქტომბერი, 2016
რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ - ''ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასვლებს, ახალ და ფერად რეალობებს''
ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლას, მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა:

''რამდენი ვითმინე, რომ ირაკლისთვის არ დამესწრო ჰოპლას დაძახება,  უსაყვარლესო ადამიანებო, დიდი მადლობა ყოველ თქვენგანს, ვისგანაც ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა მიიღეს ნდობა, მაგრამ საბოლოო შედეგებით რადგან დადგა იგივე ოთხწლიანი კოჰაბიტირებული მომავალი, როგორი ოთხიც უკვე გავიარეთ, ამდენი იგივეობის წიაღში ჩამყაყებას და ნაცების და ქოცების ორთაბრძოლების კომენტატორობას ირაკლისთვის ჯობს აკეთოს უფრო დინამიური, სერიოზული და საინტერესო საქმე.

მე ვარ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ქართული პოლიტიკის, ამ სიბინძურის, ბოღმის,
უხეში, გაურანდავი და ბლაგვი ენერგიის ველიდან გავდივარ ბოლოსდაბოლოს. ერთი დარდი დამრჩა, - უდანაშაულო პატიმრები და იმედი მაქვს, ან მთავარსარდალი შეიწყალებს იმპიჩმენტამდე, ან კვირიკაშვილს აღარ დასჭირდება მათი ციხეში ყოფნა პოლიტიკური მანიპულაციისთვის და "სასამართლოს" სამართლის აღსრულების ნებას მისცემს. მე კი მომილოცეთ თავისუფლება, ვისაც გიყვარვართ და თვლით, რომ ცუდი ქალი არ ვარ,  ვგიჟდები ცხოვრების უღელტეხილებზე, ახალ სივრცეში რომ გადაყავხარ.

გზაში რომ რესტორანში გაჩერდები, ეგ ეტაპი მაქვს, - ჯერ უნდა ვიზეიმო ხან მეგობრებთან, ხან ორმა ერთად, მერე კი გზის გადასვლა და ისევ საქმე, საინტერესო და ბევრი საქმე, პოლიტიკის გარეშე.

ვაშა სიცოცხლეს, თავისუფლებას, თავგადასვლებს, ახალ და ფერად რეალობებს, არა ჩამყაყებას, არა იგივეობას, არა შემგუებლობას. მიყვარხართ და მინდა იყოთ მხიარულები, რეალიზებულები და ბედნიერები.''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ლიანა
აიიიიი ჩაქრი შენა, "კატა ვერ მისწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო". დადექით და დრო ატარეთ, მაიას წაყვანა არ დაგავიწყდეთ, იმანაც იცის კარგი დროს გატარება... ისე ირაკლი არ დაიკარგება, ნუ გეშინია, საითაც სარგებელს დაინახავს, იქით წავა, ხალხი ტყუილად კი არ ეძახის ვანკა-სტანკას, ვაზელინი ჯერჯერობით ისოვება და რაც შეიძლება Bევრი წაისვას თავზე, ბიძინა ხომ იცი, ისე არ მიიღებს...
23:49 / 20-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ფრთხილად იყავი, შენი ქმარი ცუდი თვალით უყურებს შენს დას, ქართველ ტალეირან, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს. მართო ნუ ტოვებ.
20:27 / 18-10-2016
გამოხმაურება / 0 /
აბო
სულ ასე ბედნიერები ყოფილიყავით!!!
11:44 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიზა
გეხვეწებოდით?
09:44 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ვინმე გეხვეწებოდათ?
09:42 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი/
აი ამ ჭკუანაკლულ "ალასანიების ხელში უნდა ყოფილიყო საქართველო, ამერიკელ "გამაპატიურებლებთან" ერთად
02:59 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი/
გილოცავთ შვილიშვილს, ბედნიერი გაიზარდოს. რაც შეეხება თქვენს თავუსუფლებას გილოცავთ!!! დარდი ნაკლები გაქვთ და საფიქრალი, შემდგომ სულ რესტორნები და დროსტარება გექნებათ თქვე უმადურებო, ივანიშვილს რომ მილიონები პარეთ ეხლა რა გენაღვლებათ, ხარჯეთ! შენმა კრეტინმა ქმარმა განცხადებაც ვერ დაწერა წასვლაზე, იტყოდა მე თვითონ წავედიო მაგრამ, დურაკია და რა ქნას, ერთ ნაბიჯსაც ვერ ითვლის პოლიტიკაში. იქეიფეთ.
02:56 / 17-10-2016
გამოხმაურება / 0 /
კახა
ერთი ეს და მეორე თინიე - გენერალი ! არ ეძინათ სამშობლოზე ფიქრით და დარდით ! ორივე უბედნიერესია !)))))) ღმერთმა მართლა ბედნიერება მოგცეთ - ოღონდ , ჩვენ - ხალხს თAვი დაგვანებეთ და ნურაფერს დაგვამადლით !
19:25 / 16-10-2016
გამოხმაურება / 0 /
კახაბერი
)))აქამდე რას აკვლევინებდით თავს ? არ მითხრათ ეხლა - საქართველოზე დარდით არ გვეძინაო! )))) მამა ორივეს უმაგრესი ადამიანი ყავდა - სამწუხაროდ შვილების რა მოგახსენოთ !
19:20 / 16-10-2016
გამოხმაურება / 0 /
დარეჯან.
ნათი ჯერ სადა ხარ. აწი ნახე შენი ბედნიერი ცხოვრება. მიხარია ასეთი კარგები, რომ ხართ. ვამაყობ თქვენით. ღმერთი იყოს თქვენი გზის გამკვლევი. ღმერთს ებარებოდეთ.
18:27 / 15-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS