ლილუ ამ წელს უკვე რამდენჯერმე იყო ჩამოსული თბილისში და უკრაინული მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა
ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ლილუ ვეგამ სულ ცოტა ხნის წინ ქართველ რეპერთან,
DJ მასტერთან (გიორგი პავლიაშვილი) დუეტი ჩაწერა. სიმღერას "თბილისი-კიევი" ჰქვია.
ლილუ ამ წელს უკვე რამდენჯერმე იყო ჩამოსული თბილისში და უკრაინული მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველ შემსრულებელთა გაცნობამ მას გადააწყვეტინა, ახალი სიმღერა ნიჭიერ მომღერალთან და რეპერთან,
DJ მასტერთან ჩაეწერა.
სიმღერა "თბილისი-კიევი" ლირიკული კომპოზიციაა
დაკარგულ სიყვარულსა და სევდაზე. მიუხედავად სირთულეებისა, სიმღერა იმედიანია და გულისხმობს, რომ შეყვარებულები ისევ ერთად იქნებიან. კომპოზიცია მასტერმა დაწერა და მასში რეპის და პოპის ელემენტები გააერთიანა.
იხილეთ სრულად