10 ოქტომბერი, 2016
"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები
სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა 8 ოქტომბერს თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. იმ დროს, როცა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგების მოლოდინში იყვნენ და გაცხარებული ბრძოლა ჰქონდათ უბნებზე გაჩაღებული, კოპალიანების სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. ძნელია ასეთ დროს სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და ტკივილი, რასაც განიცდი, ძნელია ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს, რომელსაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს.

მართლა მთელი საქართველო შეძრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის სახლში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ. იმ საბედისწერო დღეს ბატონი ჯემალის შვილიშვილი, 2 წლის გოგონა
საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამ ტრაგედიას მალე ახალი ტრაგედია დაემატა. სასტიკი რეალობის წინაშე მდგარმა შოკირებულმა დედამ, 28 წლის ნინო ბოკუჩავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო სასოწარკვეთილი დედის გადარჩენა. მეზობელების თქმით, "ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა და ამ ფაქტის თვითმხილველები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან, რომლებიც მეზობლებმა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გამოიძახეს.

28 წლის ნინო ბოკუჩავა პროფესიით იურისტი იყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მაია შოშიაშვილის მდივნად მუშაობდა. ნინომ და ბექა კოპალიანმა სიყვარულით შექმნეს ოჯახი, მალე მათ გოგონა შეეძინათ და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, უცებ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

როდესაც უბედური შემთხვევის ადგილას მივედით, კოპალიანების საცხოვრებელ კორპუსთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კორპუსთან იდგა, რადგან ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დასჭირდათ ექიმების დახმარება. საღამოს 6 საათზე ექსპერტიზიდან დედა-შვილის ცხედარი მოასვენეს. ყველა კუთხეში მოთქმა- გოდება ისმოდა...

ფაქტის თვითმხილველი ქალები ტირილით იხსენებდნენ დეტალებს:  იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გიორგი
უკაცრავად და, ნინო იყო საცოდავი, სასოწარკვეთილი დედა. გმირად კი ნუ გამოაცხადებთ, ვინაიდან გმირი ყოველთვის მისაბაძია..
18:52 / 16-10-2016
გამოხმაურება / 0 /
maia maia
ეს საცოდაობის ისტორიაა და ნუღარ ატირაჟებთ ჟურნალისტები...ნათელში ამყოფოთ ღმერთმა
16:00 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია ტ
ნინო იყო ძალია კარგი ადამიანი, ჭკვიანი განათლებული, ნინოს სახით საქართველოს ძალიან კარგი ადამიანი გამოაკლდა... ეს არის უდიდესი საცოდაობა...ნინო გმირი დედაა
13:35 / 11-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS