თანამედროვე
გახმაურებული წიგნით მალე ცნობილი რეჟისორი დანიელ ესპინოზა დაინტერესდა და ამავე სახელწოდების ფილმში მთავარი მოქმედი გმირების როლები, ასევე პოპულარულ და ყველა თაობისათვის საყვარელ მსახიობებს - ტომ ჰარდის და გარი ოლდმანს მოარგო.
სხვადასხვა ეროვნების და გემოვნების მკითხველის მიერ მოწონებული და აღიარებული წიგნის წაკითხვის საშუალება უკვე ქართველ მკითხველსაც აქვს - გამომცემლობა პალიტრა L- მა თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო თრილერად აღიარებული წიგნი პროექტ - TOP თრილერის ფარგლებში გამოსცა.
"სამოთხეში მკვლელობები არ ხდება" - სწორედ ასეთი გახლავთ წიგნის მთავარი ლაიტმოტივი. დიახ სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი ოფიციალური სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ - ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის ერთ-ერთი დამცველია იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვი, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით ჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ. ახლა, როცა გვერდით მხოლოდ ცოლი ჰყავს, ლევმა ბრძოლა უნდა განაგრძოს, რათა შოკისმომგვრელი სიმართლე გაამჟღავნოს მკვლელისა და იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც "დანაშაული" არ არსებობს.
"დასამახსოვრებელი დებიუტი" - ასე მოიხსენია წიგნი გაზეთმა The Sunday Telegraph, ხოლო გაზეთმა The guardian მას "ამაღელვებელი ისტორია" უწოდა. "ბავშვი 44" არც პალიტრა L-ის იმ მკითხველს დატოვებს უკმაყოფილოს, რომელსაც ხიბლავს ამაღელვებელი და დაძაბული განწყობა, რომელიც თან სდევს ხოლმე თრილერის ჟანრის წიგნის კითხვის პროცესს...