დღევანდელ არჩევნებზე განსაკუთრებულად პოპულარული იყო ამ გოგონას ფოტო - ის პატარძლის კაბით აღმოჩნდა საარჩევნო ურნასთან და ამ მნიშვნელოვან დღეს, საკუთარი ბედნიერების დღეს, მოქალაქეობრივი ვალიც არ დაივიწყა.
როგორც ფეისბუქზე წერენ, ეს გოგონა ანი წოწკოლაურია, ახალგაზრდა პოეტი. გოგონას სწორედ დღეს ჰქონდა ქორწილი და თავის რჩეულს გაჰყვა ცოლად. მათ ბევრი უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილს. იხილეთ სრულად +იხილეთ ფოტოები