მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულუსხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ტრაგედია, რა დროსაც გლდანში დედა-შვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრ-მოსამართლის ჯემალ კოპალიანის ოჯახში დატრიალდა.
სამწუხაროდ ტრაგედიის დროს ჯემალ კოპალიანის პატარა შვილიშვილი და რძალი დაიღუპნენ.
ერთ-ერთი მეზობელის ინფორმაციით, ტრაგედიის დროს სახლში პატარა გოგონას ბაბუაც იმყოფებოდა.
მისი თქმით,
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დედა სახლში ავიდა და მე-9 სართულიდან ისიც გადმოვარდა. საშინელება იყო, ეზოში დედა-შვილი გარდაცვლილები მიწაზე ეყარნენ. მოგვიანებით, ბაბუას ხმა გავიგე, რომელიც გარდაცვლილ შვილიშვილის ეფერებოდა.
გარდაცვლილი ქალის მეუღლე მოგვიანებით მოვიდა. საშინელება მოხდა, ძალიან მიჭირს საუბარი. ამ ოჯახს კარგად არც კი ვიცნობთ. გლდანში, ჩვენს მეზობლად ახალი გადმოსულები არიან", – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან