წყვილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა არის საჭირო.
AMBEBI.GE გიორგი ლომინაძის ძმას, დადუ ლომინაძეს დაუკავშირდა და ნუცას და გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას შეეცადა.
"ნუცა და გიო ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. მეც მათთან ერთად ვიმყოფებოდი თურქეთში. გიორგის ერთი ფეხი დამოკლებული აქვს, ექიმები ამბობენ,
რაც შეეხება ნუცას, მისი მდგომარეობაც მძიმეა, მას ტრავმების გარდა ინსულტიც დაემართა, ზუსტად ამ ფორმულირებით არ წერია ნუცას დიაგნოზი, მაგრამ მას წაერთვა ნახევარი მხარე. ახლა ცოტა უკეთესად ამოძრავებს ხელ-ფეხს, მაგრამ რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლოა ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო და ნუცას ევროპაში მოუწევს საოპერაციოდ გამგზავრება. ექიმების პასუხს ველოდებით. იხილეთ სრულად