07 ოქტომბერი, 2016
რა მდგომარეობაში არიან ავარიიდან 3 თვის შემდეგ მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე
21 ივლისს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

წყვილი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, სრულ რეაბილიტაციამდე კიდევ ბევრი ეტაპის გავლა არის საჭირო.

AMBEBI.GE გიორგი ლომინაძის ძმას, დადუ ლომინაძეს დაუკავშირდა და ნუცას და გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევას შეეცადა.

"ნუცა და გიო ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ საქართველოში. მეც მათთან ერთად ვიმყოფებოდი თურქეთში. გიორგის ერთი ფეხი დამოკლებული აქვს, ექიმები ამბობენ,
შესაძლოა მუხლში სახსარი იყოს ჩახურული, როცა ჭრილობები შეხორცდება, შესაძლოა გაიხსნას და გაიაროს. ჯერჯერობით ნაადრევია გიორგის გავლაზე საუბარი. ჭრილობები უნდა შეხორცდეს. შესაძლოა გიოს ერთი ფეხი დაუმოკლდეს.

რაც შეეხება ნუცას, მისი მდგომარეობაც მძიმეა, მას ტრავმების გარდა ინსულტიც დაემართა, ზუსტად ამ ფორმულირებით არ წერია ნუცას დიაგნოზი, მაგრამ მას წაერთვა ნახევარი მხარე. ახლა ცოტა უკეთესად ამოძრავებს ხელ-ფეხს, მაგრამ რეაბილიტაციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. შესაძლოა ნერვის გადანერგვა გახდეს საჭირო და ნუცას ევროპაში მოუწევს საოპერაციოდ გამგზავრება. ექიმების პასუხს ველოდებით. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS