07 ოქტომბერი, 2016
ტაქსისტის ამბის მოულოდნელი გაგრძელება - ''ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი აფერისტია, ამიტომ ფრთხილად იყავით''!
რამდენიმე დღის წინ ზურა ძეგველიშვილის პოსტი, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ზურა წერდა, რომ თბილისში კეთილი ადამიანები ჯერ კიდევ ბევრნი იყვნენ და ტაქსის მძღოლზე გვიყვებოდა, რომელსაც სრულიად უცნობი ქალი დაეხმარა. 

როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლი აფერისტია და მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.

ფეისბუქმომხმარებელი ნათია დოლიძე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.  

''არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვინაიდან, სავარაუდოდ, კვლავაც შეეცდება ადამიანების გაბრიყვებას, ამიტომ ვწერ.

დაახლოებით 3 თვის წინ სამსახურიდან მეც ძალიან დაღლილი გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ჩამჯდარი არ ვიყავი,
მძღოლმა ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო, ვიღაცას უხსნიდა, რა ცუდად ჰყავდა შვილი და როგორ ძალიან სჭირდებოდა სულ რაღაც 300 ლარი. მოყვა მთელი თავისი ისტორია, როგორ გაყიდა სახლიც და მანქანაც ბავშვის გადასარჩენად და რომ ამ 300 ლარს რა გადამწყვეტი მნიშნელობა ჰქონდა... ჩერდებოდა, ემშვიდობებოდა იმ ვიღაცას, მერე ისევ ხელახლა რეკავდა. ძალიან შევწუხდი, ისეთი განცდით ლაპარაკობდა, ლამის ტიროდა, ისიც კი მომერიდა მეკითხა რა სჭირდა მის შვილს. თემქაზე გზის გაგნება გაუჭირდა და ამიხსნა, ტაქსიზე სულ მეორედ ვზივარ, ბავშვის გამო მეგობარს ვეთხოვე მანქანა და იძულებული ვარ ვიტაქსავოო.

ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, დავუტოვე მეც, დღეს ეს კაცი ფოტოზე მეცნო, მერე ეს ამბავიც გამახსენდა, რადგან კარგა ხანს გამომყვა დარდი ადამიანზე, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

ამ მასალის კომენტარებს გადავხედე და არაერთი ადამიანის დაწერილ ტექსტში ამოვიცანი ის, რაც მეც მოვისმინე...

ვნახე ანა ფალავადიშვილის დაწერილიც, რომ ეს კაცი მისი ყოფილი სიძეა და ჰყავს სრულიად ჯანმრთელი და კარგი ბიჭი, ღმერთმა კარგად უმყოფოს! 

მოკლედ, ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი აფერისტია, ამიტომ იყავით მაინც ფრთხილად!''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინ
იურისტთან ან ამ საკითხში ჩახედულ ადამიანთან მაქვს შეკითხვა: არის თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევა, როდესაც მის სურათს ასე საჯაროდ გამოფენენ ნებართვის გარეშე , მით უფრო ასეთი ბრალდების თანხლებით. ეს რომ სიცრუე აღმოჩნდეს, რამხელა ტრამვა შEიძლება მიადგეს პირს. პ.ს. თაღლითიც რომ იყოს, შეიძლება თუ არა სურათის გამოქვეყნება, სანამ დანაშაული არ დაუმტკიცდება. არ დაბლოკოთ!!!
17:30 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
ეს ძეგველაშვილი ალალი ჩანს და გული იმიტომაც აუჩუყდა და ის ტაქსისტია თუ ვინცაა შეხედავ და ეგრევე როჟაზე აწერია ,რომ აფერისტია,ეტყობა ღამე ვერ შეამჩნიეს :) თბილისში მაგრადაა ხალხი დააფერისტებული,მაგარი არასასიამოვნო სიტუაციაა:(((
17:11 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS