06 ოქტომბერი, 2016
მაია რჩეულიშვილი პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს - როგორია ''ცენტს პოინტის'' დამფუძნებლის ცხოვრება ციხეში
არ წყდება ინტერესი "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის ბედის შესახებ. ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში. ამჯერად კი მაიას დისშვილი, ნინო დარასელი მაიას ციხეში ცხოვრებაზე გვიამბობს. ნინოს თქმით მაია ციხეში პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს.  

"თოდუას კლინიკაში პატიმრები დაჰყავთ ხოლმე და ისინიც კონტაქტს მონატრებულები, ექიმებს სხვადასხვა ამბებს უზიარებენ. ბოლოს განსაკუთრებული აღფრთოვანებით თურმე მაიაზე მოუყოლიათ, ჩემს ლამაზ დეიდაზე. გაოცებულები არიან, ეს რა უშუალო და კონტაქტური ყოფილაო და მისი კულინარიის ნიჭით კიდევ უფრო მეტად
აღფრთოვანებულან. საქმე იმაშია, რომ როცა საშუალებას აძლევენ, დგას თურნე მაია და მისი უკვე მეგობარი პატიმარი ქალებისთვის გემრიელ საჭმელებს ამზადებს სატრაპეზოში. უხ, როგორ ამზადებს რომ იცოდეთ.

მე კი ვიცოდი, მისაღებ ოთახში ყოფნას რომ სამზარეულოში დამხმარე ქალებთან ერთად ფუსფუსი, პარდონ მაი ფრენჩ დამებთან აწეული ნეკა თითით ყავის სმას, გემრიელ კახურ დიალექტზე მოსაუბრე ტასიკოსთან და თინასთან სიცილი რომ ერჩივნა, მაგრამ ეხლა მიხარია, რომ სხვებმაც დაინახეს, თან იმ ხალხმა ვისთანაც შეიძლება ისე ეცხოვრა ქუჩაშიც კი ვერ გადაჰყროდა ვერსად. ასე რომ, რაც არ გვკლავს... იმედია გვაძლიერებს. იმედია, თორემ მისი 50 კილოს და თეთრი პირსახის შემხდვარე ამას თამამად ვერ ვამბობ.

პ.ს. ვინც მიცნობს იცის ჩემს თავზე საუბარი არ შემიძლია, თხოვნა მიჭირს, ჩემი დარდის ვინმესთვის თავზე მოხვევა - მით უმეტეს. ჰოდა ამ ბოლო დროს ბევრმა მკითხა, სხვებს რომ თავზე გადაყევი ,მაიაზე რატომ არაფერს წერო?! გეტყვით, იმიტომ, რომ სხვა სხვაა, მაია კი მე ვარ", - წერს ნინო დარასელი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მურთაზი
ქალი უნდა იჯდეს კუხნაში. ციხეში არაა ქალების ადგილი.
12:30 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ციური
შაცვლების რეცხვა კლავდაო? -მიხარია ტუ სადილის კეტება სჰედზლო, ადვილი საკმე არაა ასეტი სატუტი ადამიანისტვის.
11:07 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ზორო
ნუ შეჭამდა ხალხის ფულებს...
10:22 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ციხეშია თ რესტორანში რაგც ვერ გავიგე მგონი ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
07:47 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნორა ლომიძე
ხალხნო ქრისტიანები არა ხართ?.... მაშინ ქრისტე რატომ განკაცდა, და რატომ ეწამა კაცობრიობისათვის, ან თუნდაც ეხლა, რატომ გვპატიობს, ამდენს.... მაშინ აფხაზე,თიდან დევნილებმა, რაღა ქნან , დაარგეს კერია, შვილები, ცოლები, ქმრები, მთელი ოჯახები განადგურდნენ უდანაშაულო ბრძოლაში... ვის მოსთხოვონ პასუხი, აწ გარდაცვლილ მთავრობას?.... მობრუნდით ქრისტეს გზისაკენ, გაუყევით მიტეების გზას, და მოგეცეათ გარცმნებთ!... უფალი მაღალია და თვითონ განსჯის...
06:20 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
შხამად ექცეს
ყველას, ვისაც მაიასგან სიკეთე მიუღია, მოეკითხება. რამდენი ადამიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, რამდენის ცრემლშია ამოვლებული მის ხელში გავლილი ფული. თქვენი გულის მოგება სხვისი გულის გახეთქვით მოახერხა. გრცხვენოდეთ მაინც და ჩუმად იყავით. სირცხვილის გრძნობა დაკარგულები ყველაზე საშიში ადამიანები ხართ
02:01 / 07-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ლენა
რასაც დასთესს იმას მოიმკიო,მაგათ რა ეგონათ შერჩებოდათ მოტეხილი მილიონები და ხალხის უბინაოდ დატოვება?ჯერ სად არის საჭმელს კი არა თეთრეულსაც ამას გაარეცხინებენ მალე.ციხესაც თავის კანონები აქვს
22:34 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
დეა
...ყველაფრის მიუხედავათ,მეცოდება და მენანება ციხისთვის!
21:57 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
არ შეგარჩენთ!
არ მეცოდება, რა აქვს შესაცოდი, დედოფალივით იცხოვრა 60 წლამდე. დედაჩემი კი 60-მდეც ვერ მივიდა, ისე მოკვდა უსახლკაროდ ნერვიულობაში. არ შეარჩინოო, ანდერძად დამიბარა.
20:11 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
რამაზი
მეც ძალიან ბევრი მინახავს და განმიცდია ის ბედნიერი წუთები ქალბატონი მაისგან, გაიხარე ნინ!!!იმედია ყველაფერი კარგად იქნება!!!
17:48 / 06-10-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS