"90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა...
საბედნიეროდ, ოჯახში მასწავლიდნენ
დღეს კი პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან, მცირედის გამო ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავენ, დაგთრგუნავენ......
მე დღეს "არჩევანში" სრულიად უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი.
ხმამაღლა ვაცხადებ და კარგად მინდა გაიგოთ (თუ აქამდე ვერ მიხვდნენ ამას), რომ არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მით უმეტეს ვერავინ მნახავს რომელიმე მათგანის მხარდასაჭერ აქციაზე.
მე დღეს ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდში ვიდექი. ადამიანისა, რომელსაც ღრმად მწამს, რომ წრფელად უყვარს თავისი ქვეყანა და სურს მისი წარმატებული მომავალი. ეს კაცი მამაჩემია და ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია მშობლის პატივისცემის განცდა, მინდა ყველამ საღად აღიქვას ჩემი დღევანდელი ნაბიჯი!
უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და აღარასოდეს გამოიმეტოთ ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომელიც ზოგიეთმა თქვენგანმა ასე უშურველად გამოიმეტა....
კიდევ ერთხელ გთხოვთ და ამჯერად უფრო კატეგორიულად მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას, ასე გამიმეტოთ და ჩემი ადამიანური ნაბიჯი პოლიტიკურად შერაცხოთ...
პატივისცემით, მარიამი"
რასაკვირველია, მარიამის განცხადებას დიდი გამოხმეუარება მოჰყვა, ერთ-ერთი პირველი სწორედ გია როინიშვილი იყო: იხილეთ სრულად