05 ოქტომბერი, 2016
საშინელი ტრაგედია - ფოთელი ქალი, რომელმაც ბავშვი გარდაცვლილი ქმრისგან გააჩინა, ავარიაში ბავშვთან ერთად დაიღუპა
მედეა რურუა გადაცემა "დღის შოუთი" უამრავმა ადამიანმა გაიცნო. როგორც ქალბატონი ყვება, შედარებით ასაკოვან მამაკაცს გაჰყვა ცოლად, თუმცა გათხოვებიდან მალევე დაორსულდა. ფეხმძიმობა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა და 2007 წელს, როცა ბავშვის გაჩენის დრო დადგა, მშობიარობამ სენაკის საავადმყოფოში მოუწია, სადაც ექიმების შეცდომის გამო, 4-კილონახხევრიანი ბავშვი მუცელშივე გაეგუდა...

ამის შემდეგ წლები ვერ ფეხმძიმდებოდა და წყვილმა გადაწყვიტა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა. მეუღლის სპერმით ინვიტრო-განაყოფიერება მოხდა, ერთი ნიმუში კი, მეუღლისავე მოთხოვნით, სინჯარაში შეინახეს.

ექიმთან კონსულტაციაზე მიდიოდნენ, მაშინ ქალბატონი მედეა ერთი თვის ორსული იყო,
რომ ქმარს მოულოდნელად გულის შეტევა
დაემართა და გარდაიცვალა... ნერვიულობის ნიადაგზე ორსულობაც შეწყდა და მუცელი მოეშალა...

როგორც ქალბატონი მედეა ყვება, სხვა გზა აღარ ჰქონდა, უკანასკნელი შანსი უნდა გამოეყენებინა და გარდაცვლილი ქმრის სპერმა გამოეყენებინა... ასე დაიბადა მისი პატარა ქალიშვილი და მოხდა სასწაული.... თუმცა სამწუხაროდ, გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა... იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS