- ორი წლის ვიყავი, როცა ამ კორპუსში დავსახლდით. ჩვენი სახლი, სადაც გავიზარდე მეოთხე სართულზეა.
სულ ახლახან გიგი ბელიაშვილზე არაჩვეულებრივ ბინაში გადავიდა. ჩემთან ახლოს რომ არ ცხოვრობდნენ, ვერ გავძლებდი. თავიდან როცა გადავიდნენ, ორი კვირა თვალი არ მომიხუჭავს, ვერ ვიძინებდი. მაგრამ სულ ერთად ვართ და უკვე შევეგუე.
იქ დიზაინერის დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად და გემოვნებით მოაწყვეს. ამ სახლში ბოლოს რემონტო 2008 წელს გავაკეთეთ. ოჯახის ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართულით რემონტის საკითხში. ძალიან მიყვარს ეს დასახლება, ცენტრალურ უბნენთან შედარებით სუფთა ჰაერი და მყუდრო გარემოა. სამზარეულოდან ხედიც ლამაზია. ბაღიც და სკოლაც აქვე გვაქვს, ზარის დარეკვას 5 წუთი რომ აკლდა, მაშინ გარბოდა გიგი და ასწრებდა კლასში შესვლას (იღიმის). გიგის ერთოთახიანს რაც შეეხება იქ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.
- ანუ ეხერხება სარემონტო საქმეები...
- რომ გითხრათ, ძალიან ხელმარჯვეა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ უყვარს ყველაფერი ხარისხიანი და ორიგინალური. ცდილობს, თუ რაიმეს აკეთებს, განსხვავებულად გააკეთოს. თუ შეამჩნიეთ, მე ინტერიერში არეული მაქვს ძველი და ახალი სტილი, გიგის და მარინას უფრო თანამედროვე სტილი მოსწონთ. მარინას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ეს იგრძნობა მათ სახლში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ორივე სახლის ფოტოები