06 ოქტომბერი, 2013
4 წლის ანდრია ფაღავამ გეგა ფალავანდიშვილს „ნიჭიერის“ ჟიური „დაატოვებინა“
ჟიური და მაყურებელი ანდრიას შესრულებამ შოკში ჩააგდო. ამ ასაკში ასეთი პროფესიონალიზმი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა 14 ოქტომბერს „ნიჭიერის“ სატელევიზიო სეზონი იწყება, მანამდე კი ტრადიციულად კიდევ ერთ მონაწილეს გაგაცნობთ. ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, მაგრამ ის რაც ფილარმონიის სცენაზე მოხდა ჩემთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ჟიურის წინაშე ერთ-ერთი მონაწილე, 4 წლის ანდრია ფაღავა გამოვიდა. მართალია, სცენაზე დასარტყამი ინსტუმენტები იდგა, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგინა, რომ ეს პატარა ბიჭი დრ
ამერი იყო. ჟიური და მაყურებელი ანდრიას შესრულებამ შოკში ჩააგდო. ამ ასაკში ასეთი პროფესიონალიზმი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

კულისებში ანდრიას დედას ვესაუბრე და როგორც გავიგე პატარა ვირტუოზმა დაკვრა თავიდან პასტებით და ფანქრებით დაიწყო. სამი წლისაც არ იყო, როცა დასარტყამ ინსტრუმენტებს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლა. ანდრიას მამა, ირაკლი ფაღავა ასევე მუსიკოსია და შვილი ხშირად ესწრებოდა მამის რეპეტიციებს.

გაზაფხულზე ჯაზ-ფესტივალის პერიოდში როგორც გახსოვთ საქართველოს ამერიკელი ჯაზ-მომღერალი სტეისი კენტი ესტუმრა. სცენაზე გამოსვლისას მოულოდნელად შეამჩნია, რომ პატარა ანდრია სცენასთან ახლოს იდგა და დაკვრის იმიტაციას აკეთებდა.

ქალბატონი იმდენად მოიხიბლა პატარა ვირტუოზით, რომ სცენაზე აიყვანა როგორ მომავალი დრამერი. ანდრიას დედას იმედი აქვს, რომ მართლაც ასე იქნება. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. 4 წლის მუსიკოსი მთელი ზაფხულის განმავლობაში ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ სხვა და სხვა ღონისძიებების დროს უკრავდა.
Rating
როგორც ჩანს, ანდრიას მხოლოდ სტეისი კენტი არ მოუხიბლავს, რადგან ფილარმონიის სცენაზე მისი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, გეგა ფალავანდიშვილმა ჟიური დატოვა და სცენაზე ავიდა, რათა ვირტუოზი პირადად გაეცნო.

ანდრიას გარდა, ამ სეზონზე კიდევ ბევრ უნიჭიერეს პატარას გაიცნობთ, რომლების სხვა და სხვა სფეროში თავიანთ შესაძლებლობებს აჩვენებენ.

ფოტოგრაფი: ნიკოლოზ ცანავა

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ანუკა
ვისაც არ ეზარება ყველა წერს, მაგრამ საკითხავია როგორ? საცოდავოოოო .....
18:12 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაიმე
საშინელი სათაური აქვს.აუ ჟურნალისტებო,ნეტავ როდის დადგებით ნამდვილი ჟურნალისტების დონეზე.კითხვა შემაზიზღეთ
22:45 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გუკა
პასტებით დაუწყია :) საწერი კალამი ქვია პასტას ქართულად.
19:27 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
:)
"ჟურნალისტების" დოღი...
01:40 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კaტo
საყვარელი პატარ გენისი.კოჩაღ. ჩვენს ჟურნალისტბეს კი არც ტვინი ყოფნით და არც ეთიკა.
21:05 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რა სათაურია რა არის ერთუჯრედიანი ჟურნალისტები რა , დაასათაურე რა ნორმალურად, ვერ აზროვნებენ
20:33 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სათაური რომ წავიკითხე კიდეც ვიფიქრე რა გააკეთა ამ პატარა ბიჭმამეთქი ისეთი, თურმე რა კარგი ბავშვი ყოფილა :)
15:56 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
კარგი ბიჭი ხარ
14:54 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გელა
როგორ ვნახო ვიდეო )))))
14:08 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
რა ,,ნიჭიერი ჟურნალისტები,, გვყავს საიდან ქმნიან ასეთ სათაურებს
13:41 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS