05 ოქტომბერი, 2013
მაია ასათიანისა და ნოე სულაბერიძის ბრძოლა რეიტინგებისთვის
ამ კონკურენციით კი მოგებული მაყურებელი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სიამოვნება მივანიჭოთ. პროექტის ავტორებს კი ვეტყოდი სიტყვებს, რომელსაც ტრადიციულად ვამბობ ხოლმე სექტემბერში, სეზონის დაწყების წინ, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხუთშაბათს, საღამოს ათზე“ ხუთშაბათს, სამ ოქტომბერს, პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" სტარტი აიღო. მეგაშოუ, როგორც მას პროექტის ავტორები უწოდებენ, ცირკის არენაზე იმართება და საკმაოდ მასშტაბურადაც გაიხსნა - მონაწილეები ერთი-მეორის მიყოლებით გამოდიოდნენ სცენაზე და იქ შეკრებილ მაყურებელს და ტელევიზორთან მიმსხდარ აუდიტორიასაც აჩვენებდნენ, რა უნარ-ჩვევებს ფლობენ ცეკვის კუთხით.

ჟიურის შემადგენლობა
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, პროექტისთვის სამი ცნობილი ადამიანი: გოჩა ჩერტკოევი ამერიკიდან, ხოლო ნიკოლოზ ცისკარიძე და სოფო შევარდნაძე რუსეთიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გენერალურმა პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ, პროექტის დაწყებამდე „რეიტინგთან“ საუბრისას ექსკლუზიურად განაცხადა, რომ „იმედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, „ცეკვები“ ხუთშაბათს საღამოს ათ საათზე ჩაესვა სამაუწყებლო ბადეში. შესაბამისად, „პროფილთან“ კონკურენციაც განზრახ დაიგეგმა.

ამის შესახებ „რეიტინგის“ ჟურნალისტმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში აზრი მაია ასათიანს ჰკითხა, რომელმაც დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა: „ძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც მეც ვადევნებდი თვალს. ვულოცავ კოლეგებს ახალი სეზონის დაწყებას, შევუქებ სითამამეს და მადლობას ვეტყვი, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი კონკურსანტების ძირითადი შემადგენლობა „პროფილის“ ტრადიციული სტუმრები არიან.

ამ კონკურენციით კი მოგებული მაყურებელი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სიამოვნება მივანიჭოთ. პროექტის ავტორებს კი ვეტყოდი სიტყვებს, რომელსაც ტრადიციულად ვამბობ ხოლმე სექტემბერში, სეზონის დაწყების წინ, „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხუთშაბათს, საღამოს ათზე“.

მოკლედ, მაიამ ამ გამოწვევას საკმაოდ დიპლომატიური პასუხი გასცა და „პროფილი“ ორიოდ კვირის წინ საკმაოდ მაღალი რეიტინგითაც გახსნა, მათ შორის „რეიტინგის“ ტრადიციული რამდენიმე სტუმრით, თუმცა სხვა ტელეწამყვანებისგან განსხვავებით, ამას ხაზი გაუსვა და უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ.

ამ ხუთშაბათს კი, თუ „იმედზე“ ქართველი ცნობილი სახეები ერთმანეთს ცეკვებში ეჯიბრებოდნენ, „პროფილში“ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ანეკდოტებს ჰყვებოდნენ, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. რასაკვირველია, ჟურნალისტებს გაგვიჩნდა შეკითხვა, რომელმა შოუმ მოიგო იმ დღის რეიტინგში, შეკითხვა ჯერ კარგად გაციებულიც არ გახლდათ, როდესაც ნოე სულაბერიძემ საკუთარ გვერდზე ცხელ-ცხელი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც „პროფილს“ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ უსწრებდა.

თოქშოუ „პროფილის“ გვერდმაც არ დააყოვნა და ნოე სულაბერიძეს ფეხდაფეხ „მიჰყვა“ , საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც „პროფილმა“ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაჯაბნა. როგორც ჩანს, ამ ორმა შოუმ კონკურენციის ეტაპი საკმაოდ მწვავედ გახსნა და აშკარაა, რომ ორივე მხარე რეიტინგების ომში ჩაება. ჩვენ კი, უბრალო მაყურებლები საგონებელში ჩაგვაგდო, რომელ რეიტინგს ვენდოთ (რა თქმა უნდა, ჟურნალ „რეიტინგის“ გარდა)?!..
Rating
Rating

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნუკი ნუკი
ნოე სულაბერიძეს აუხსენით ვინმემ ვარსკვლავი რა არის??? ეტყობა არ იცის :)კოტიკო თუ ვარსკვლავია...მაშინ,,, პროფილს თავისი მაყურებელი ყავს წლებია. და თქვენ 3 თვიანი პროექტით ეჭიდავებით?? სასაცილოა..
10:06 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯიმი
ფაქტია რომ პროფილი რეიტინგიტაც და საერთოდ ყველაფრით ჯობია ცეკვავენ ვარსკლავებს. საერთოდ ნოეს ვარსკლავის მნიშვნელობა არ იცის მგონი. მაგ შოუში მხოლოდ ორი ვარსკლავია. მე არ მესმის ვარსკლავს რას ეძახიან საქართველოში, ორჯერ რომ ტელეეკრანზე გამოჩნდები? ზუსტად მასეთი ვარსკლავებია მაგ შოუში.
13:50 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
მაია არის უძლიერესი და უჭკვიანესი რეიგიტნგი, ეს გადაცემა 'ცეკვავენ ვარსკვლავებამდეც' არსებობდა და მერეც იარსებებს, თქვენ თუ ფსევდო ქართველების ჩამოყვანით ბლატაობთ, რომლებმაც ქართულიც კი არ იციან, ეს ადამიანი 10 სეზონის მანძილზე იღწვოდა,რომ ხალხისთვის საინტერესო გადაცემები მოემზადებინა:)
14:41 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS