28 სექტემბერი, 2016
„ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა“ - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
ცნობილი ჟურნალისტისა და მწერლის ეკა ტოგონიძის დედამთილი შარშან გარდაიცვალა. მაშინ ჟურნალისტმა ამ ამბავს ვრცელი პოსტი მიუძღვნა. მას მერე ერთი წელი გავიდა და ეკა ტოგონიძე მორიგი ემოციური ჩანაწერით გამოეხმაურა:

"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა.
გააზრება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ წლისთავზე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ როგორღაც გადავეჩვიე ფიქრს: "ამას ვეტყვი, იმას მოვუყვები, ეს გაუხარდება, ამაზე გაეცინება... კარზე ზარია, ხომ არ მოვიდა?!..." მოგზაურობისას ქარვის ბეჭდებისკენ აღარ გამირბის თვალი, არც თაფლისფერ შარფებს ვათვალიერებ, შევეშვი, როგორც იქნა, დავიმახსოვრე
- ვისთვისაც ვარჩვედი, აღარ არის.

ეს საჩუქრები ახლა სულ სხვანაირად უნდა ვაკეთო... ისევე აბსტრაქტულად, როგორიც მისი არსებობაა. რთულია.

ისევ დავრწმუნდი, რომ თუ ტკივილს არ გაექცევი და ბოლომდე ჩაყვები, მისცემ უფლებას, გული სრულად მოგიწუროს, მერე რეალობის აღქმაც ადვილდება - ეჩვევი ამოუვსებელ სიცარიელეს და იცი, რომ ნამდვილად აღარაა, აღარც იქნება. დაკრძალვიდან რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავშიც იწყებ დასაფლავებას, ნელა, წინააღმდეგობებით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ახერხებ. კიდეც მშვიდდები, აღარ წრიალებ, აღარ ეძებ, წყვეტ აბსურდულ სიბრაზეს, რომ ყველაფერი ასე "უსამართლოდ" მოხდა, თავდაუზოგავმა მცდელობებმა უშედეგოდ ჩაიარა, სხვებს ეშველათ, მას - არა... ასეა და მორჩა.

ბევრჯერ დამესიზმრა, ბევრჯერ მეწყინა გაღვიძება. ბევრჯერ გულით ვინატრე, რომ ასე ძლიერად არ მყვარებოდა.
როცა ჩემი ოჯახის წევრებში მის თვისებებს ვხედავ, მისი უნიკალური ხასიათის პატარ-პატარა გაბნეულ მძივებს ვპოულობ თუთას, რატის, კირას, დეიდების, სალოს გამოხედვაში, გაღიმებაში, ამოოხვრაში, დაფიქრებაში, უკვე ვიცი, რომ ამ უხილავ, მოუხელთებელ არსებობას უნდა დავჯერდე. ჩახუტებით ვეღარ ჩავეხუტები (როცა მისთვის ტანსაცმლის შერჩევა მინდოდა, ზუსტად ასე ვზომავდი, ვეხუტებოდი და ხელებით ვიმახსოვრებდი, რამსიგანე უნდა ყოფილიყო ზედა ან კაბა)..იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლელა
უამრავი ოჯახია, სადაც რძალ_დედამთილს ერთმანეთი უყვარს და პატივს სცემს. ეს ძველი მითი უკვე წარსულს ჩაბარდა. ზოგჯერ შვილს არ უყვარს მშობლები, ხან ცოლს ქმარი ან პირიქით, სიძეს სიდედრი, დას ძმა და ა.შ. არ არის საოცრება, რომ ამ გოგოსაც თავისი ოჯახის წევრი დანანებოდა სასიკვდილოდ. ნუ ქმნით სასწაულს.
15:49 / 02-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ელზა
არ მიკვირს! ასეთივე მოგონება შემომრჩა დედაჩემის და ჩემი ნადიკა ბებიას უთიერთობაზეწ
18:42 / 30-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დედამთილს კი არა ნებისმიერ, სხვა ღირსეულ ახლობელ ადამიანს. არ მიკვირს საერთოდ. ზოგი ბოროტი ნათესავის (რომელთAც არ ვირჩევთ) გახსენება კი გსპობს. ყველაფერი სამადლო და დასაფასებელია.
14:55 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
Baia
Ratom ar sheidzleba,rom dedamtilic ise gikvardes,rogorc deda?an ise moigono rogorc avtori igonebs?dedamtilis sikvaruli ragac daujereblad echveneba xalxs samcuxarod...me dedasavit mikvars chemi dedamtili da carmodgenac ar minda,rom agar ikos cocxali iseve metkineba,rogorc dedaze da am sikvaruls is imsaxurebs...
14:14 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
პირველად მესმის ასეთი განცდებით ვინმე დედამთილზე ყვებოდეს, ეს იშვიათია.. და ამისთვის მალადეც ეკას.. ალბათ ნამდვილად კარგი ქალბატონი იყო...
13:51 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიშკა
ცოტა არაბუნებრივია ეს გრძნობების გადმოფრქვევა ეკა...ისე კი კარგი გოგო ხარ...
11:54 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სრულიად გასაგებია ჩემთვისაც
11:53 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
გითანაგრძნობთ,მაგრამ ასეთი პოსტი მხოლოდ დედას შეიძლება მიუძღვნა! უბრალოდ ,ვერ წარმომიდგენია,,,არ არსებობს ასეთი განცდები დედამთილს უკავშირდებოდეს! მაინც,ყოჩაღ თქვენ!
06:09 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS