28 სექტემბერი, 2016
თბილისში ე.წ. ბიოს კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ''მოდით ახალგაზრდებო აზრზე, დღეს ჩემი კორპუსიდან 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ''
ინტერნეტ მომხმარებელი მეკო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში მის კორპუსში მომხდარ ამბავზე წერს. როგორც ირკვევა ე.წ. ბიოს მოხმარებას რამდენიმე ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა. 

''გუშინდელი საშინელი და ამავე დროს გმერთის წყალობით კარგად დასრულების ამბავი მინდა მოგიყვეთ...

გუშინ საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნებული სამსახურიდან დედაჩემი სადარბაზოში შედის და რას ხედავს.

ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან, მეორე კი მეცხრე კლასელი კიბეებზე უგონოდ ეგდო.

ეგონა, ნასვამი და გვერდი აუარა. აიარა რამდენიმე კიბის საფეხური და მეორე ბიჭი თავდაყირა ეგდო.

სულ შავი, ისიც უგონო მდგომარეობაში.
დედაჩემს უფიქრია, ალბათ პირველი ბიჭი რადგან ნასვამი იყოო და მიბარბაცებდაო, იფიქრა, ბიჭებმა რაღაცა დალიესო და მთვრალები ყრიანო...

მესამე ბიჭს რომ ბოდიშის მოხდით გადააბიჯა, შეხვდა მეოთხე, ისიც კიბეზე დაგდებული, უგონოდ. სულ შავი, იმასაც ბოდიშის მოხდით გადააბიჯა და რას ხედავს, დანარჩენი ხუთი ბიჭი ზის. ერმანეთზე ეყარნენ, სუყველა უგონოდ მანანას ისევე ბოდიში მოუხდია.

უკაცრავად გამატარეთო და ერთმა ბიჭმა შემთხვევით ამოიკვნესა, მიშველეთო,

დედაჩემი მიხვდა, რომ ნასვამები კი არა წამლის ზედმეტი დოზირების გამო ეს 9 ბიჭი ნახევრად მკვდრები იყვნენ.

შევარდა სახლში, გამოიტანა ნემსები და ვისაც შეეძლო, გულის არეში ურტყა და ურტყა, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. მერე წყლები ასხა. ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ, სასწრაფოც მოვიდა და ნუ მოკლედ ერთი საათის მერე სუყველა აზრზე მოიყვანეს.

ზოგი ნარწყევში იწვა, ზოგი საერთოდ არ სუნთქავდა, ზოგს პირიდან დუჟი ჰქონდა გადმოსული.

და ერთი სიტყვით ეგრეთ წოდებული მოსაწევი ბიო მოწიეს და დედაჩემის წყალობით სუყველა გადარჩა, დღეს დედაჩემი ლოგინად ჩავარდა და სტრესშია გუშინდელი ამბის მერე.

მოდით ახალგაზრდებო აზრზე, დღეს ჩემი კორპუსიდან ცხრა .... 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ. საბედნიეროდ დედაჩემის წყალობით ამათ დედებს შავები არ აცვიათ. მშობლებიც მოდით აზრზე და მაგრად მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი. არ შეიძლება ესე''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მაკა
გულგრილობაზე მინდა ვთქვა...ცუდად გავხდი და წავიქეცი პირდაპირ ქუჩაში..არც ბომჟს ვგავარ და არც ნარკომანს..კაციშვილმა არ მომაქცია ყურადღება
09:16 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ვეტანხმები გიოს
01:02 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
არიან გულისხმიერი ადამიანებიც
ღმერთმა გაახაროს დედაშენი ამ სიკეტისთვის. რამხელა სიკეთეა გავგიჟდი
00:53 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო შენ ვერა ხარ. ამ ქალის ბრალია ახალგაზრდები რომ გამო... ლევდით. მე არ ვიცი ნარკოტიკი მიიღო თუ მთვრალია ადამიანი, როგორ უნდა გავიგო? ამ ალსაც მთვრალი ეგონა.
00:13 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
კკკკ
რა ვიცი ბავშვებისთვის ანტიბიოტიკი როცა მჭირდება სასწრაფოდ ვერ ვყიდულობ რეცეპტის გარეშე და ესენი როგორ ახერხებენ ამ რაღაცეეების ყიდვას...
23:11 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვის ახსოვს ახალგაზრდები ვიის???ყველა,ვისაც ეს ეხება არჩევნებზეა გადართული!ეს აბმავი არ არის ახალი და ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?აფთიაქები არ კონტროლდება და იმატა ეგრეთ წოდებულმა ბარიგებმა!რატომ ძინავს მთავრობას არ ვიცი?
22:10 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მადლობა ამ ქალბატონს. იმედია ეს ბიჭები ნარკოტიკს აღარ გაეკარებიან. კიდევ კარგი სადმე ჩაკეტილ ბინაში ასრ დაემართათ ეს .
21:54 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ოთო
მეკო ბოდიში კი არა ეგრევე სასწრაფოში უნდა დაერეკა.ალბად დედაშენის ბდიშებმა გადაარჩინა ეგ ბავშვები.
21:43 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
gio
ეს ქალი შოკში იმიტომ არის რო ბოდიშის მოხდით ახტებოდა? საწყალ ბიჭს რო არ ამოეხავლა ალბად ისე მიიხურავდა კარს არც შეაწუხებდა ნამუსი. რა ცივსისხლიანი ხალხი გახდა რა სანამ არეტყვი მიშველეო უემოციოდ გაგივლის გვერძე. ვემსგავსებით რუ...სებს მგონი.
20:45 / 28-09-2016
გამოხმაურება / 1 /
არა ნარკოტიკს
კეთილი ინებოს ყველამ და იმდენი დალიოს ,როცა სვავს რომ სხვისი მოსაბრუნებრლი არ გახდეს, ისე გადაგვარდა ხალხი შეიძლება იქით შარი მოგდის ვიღაც რეგვენმა.... ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია ხომ ნებავთ და ვისაც სურვილი აქვს ამის, ის იყოს მათ სიცოცხლეზეც პასუხისმგებელი
13:34 / 24-01-2018
ანი
ძალიან დიდი საშინელებაა ..... სულ ახლახანს ბარშიც იგივე მოხდა.. 3 ბიჭი ფაქტიურად სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან....თუმცა დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში იგივეს გაიმეორებენ...:(
16:10 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS