27 სექტემბერი, 2016
ასრულებს თუ არა ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის პროტოტიპს ''ჰეროკრატიაში''- მომღერლის პირველი კომენტარი სერიალში მონაწილეობის შემდეგ

სერიალ ''ჰეროკრატიის'' მორიგ სერიაში მომღერალი ლიზა ყენია გამოჩნდა. სცენარის მიხედვით მისი ნამღერით პრეზიდენტი აღფრთოვანებულია. ზოგიერთი მომღერალი ქალი ლიზას გმირის გამოჩენას ეჭვიანობით შეხვდა. ერთ ერთმა მათგანმა პრეზიდენტს უთხრა, რომ მას გემოვნება შეეცვალა. 

სოციალურ ქსელში ლიზას გამოჩენას მაყურებელი მოწონენით შეხვდა. ზოგმა მის როლში ნინი ბადურაშვილი დაინახა და ეკითხებიან, ნინი ბადურაშვილის პროტოტიპია თუ ვინმე სხვა მომღერალს თამაშობს. 

''ჰეროკრატიის'' შესახებ ლიზა ყენიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- როგორც ვიცი, ეს შენი პირველი კინოროლია, ბევრი იფიქრე, სანამ დათანხმდებოდი მონაწილეობას?

- კი
პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთ გადაღებაზე, რასაც ფილმი ჰქვია. ბევრი არ მიფიქრია, რადგან ძალიან მიყვარს და მომწონს ეს საქმიანობა, გოგა ხაინდრავასთან მუშაობაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და შესაბამისად ბევრი არც მიფიქრია.

- და როგორც ვხვდები, არც გაგჭირვებია

- არა, პირიქით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.

- სოციალურ ქსელში გეკითხებიან ნინი ბადურაშვილის პროტოტიპი ხარ, თუ უბრალოდ ახალგაზრდა მომღერლის როლს თამაშობო? ვის თამაშობ შეგიძლია, გვითხრა?

- უბრალოდ ახალგაზრდა მომღერლის როლს ვასრულებ.

- რა ბედი ეწევა შენს გმირს?

- განაგრძობს სიმღერას.. არაფერი აქტიური სათამაშო არ მაქვს.

- რადგან ამ სერიალში თამაშობ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოცნების მხარდამჭერი ხარ? თუ აპოლიტიკური ადამიანი ხარ და უბრალოდ როლზე უარი არ თქვი?

- არ მიყვარს ამ თემაზე, პოლიტიკაზე საუბარი და ჩემი აზრის დაფიქსირება ხმამაღლა. ამ შემთხვევაში ვმონაწილეობ როგორც შემოქმედი.

მერი კობიაშვილი

Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
******
რა მიხვედრა უნდა, სოფო და ბადურაშვილია ნაგულისხმევი...
19:39 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ნიჯარაძეა ვითომ
19:26 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
კახა
კახიანების ოჯახი იყო და არის და იქნება მიშას კარის მომღერალიიიიიიიიიიიიიი
13:15 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თათა
მოვითხოვ კარის მომღერლებს ჩამოერთვას უფლება სიმღერაზე
12:03 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
მაგარი ვიხალისე :))) ნინი გიცანით :)))
11:55 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დიტო
მოკლედ ეს კახიანების ოჯახი ხომ ყველა სიბინძურეშია გახვეული
11:54 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ბადურაშვილი რაც არის, იასნია, მაგრმა ყენიას დედასთან ერთი პროცენტითაც ვერ მივა, სიევე როგორც თავად, კარგა ხნის გადაწერილია ეს გოგოც დედამისა და ბადურაშვილის ხელობაში და სხვისი რაღაც უკვირთ, ვერ გაიყვეს კარის ჰერერბემა ადგილიები და ეგ არის!
10:47 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
არ მეგონა ხაინდრავას ამდენი ტვინი თუ ქონდა!მაგრად აახია მილიონები ბიძინას ამ სულელურ სერიალზე თუ ზღაპარზე...
22:29 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინჩო
მიშას კარზე მომღერალი ოჯახი, ნინის თამადობით, მაგას რა მიხვედრა უნდა ვინ არის
18:19 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
კახა
ნინის პროტოტიპიიიი, მთელმა ქვეყანამ იცის ნინისა და სოფოს დაპირისპირების შესახებ....
18:17 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS