23 სექტემბერი, 2016
სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - ''გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა''?
გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალმა თაობის განათლების თემას მიეძღვნა.

გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იციან, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა. 

გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.

ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით. 

''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები,
ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.

''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა. 

''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი.

დაცინვა კიდევ უფრო დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოყვარულებისთვის ცირკის მოწყობა აშკარად არ გეზარებათ.

თქვენ აკეთებთ გადაცემებს, სადაც შეწუხებული სახით გამოდის წამყვანი და ყვება ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ქალთა მიმართ, ამ დროს გამოაჩენთ ეკრანზე ადამიანს რომელიც ვერ გპასუხობთ რამდენი ასოა ქართულ ენაში (შეიძლება სულაც მოულოდნელი კითხვის და დაბნეულობის გამო) მერე ამ ფაქტის გამო დასცინიან ადამიან(ებ)ს, ვინ იცის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს და როგორ აიტანს ამ ფაქტს, როცა ქვეყნის საქილიკოს გახდიან, ეგ ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობაა. მომავლის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს წამყვანი ისევ გამოჩნდება ეკრანს და მოგვმართავს: "თუ შენ ახლა მიყურებ" - ნუ აუბედურებ სხვას / ნუ დასცინი / ნუ აკნინებ / ნუ ... ნუ ... ნუ...

რახდება, რა დავარქვათ ფაქტს, "როგორც გვინდა ვჭრით და ვკერავთ"?

- გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა? - არც გაინტერესებთ, მთავარია რეიტინგი იყოს, ხომ ეგრეა''...

ძვირფასო, პატივსაცემო საზოგადოებავ! - დაცინვა მარტივია, გიადვილდებათ, ამ დროს კი კარგი იქნება სკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იფიქროთ და ნუ განსჯით სხვებს. ხვალ, ზეგ, შესაძლოა თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ მსგავს უხერხულ სიტუაციაში და ფა-ფუ, თქვენი ინტელექტიც სადღაც გაქრეს...

ხუთშაბათობით გადაცემა ''პროფილი'' -ს ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი ჩნდება ეკრანზე მოწოდებით: "თუ შენ ახლა მიყურებ, ნუ მოკლავ ჯაფარას, რადგან, ერთ-ერთ ხუთშაბათს მე თვითონ მოვკლავ მას"... ეს კი ძალიან ცუდი ჟესტია, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა, ასე არ ივარგებს''...

''დროული გადაცემა იყო აღარ გვინდა, ეს ტირილი ვიღაცის დაშორება ღალატზე.... დროულია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე... ბიძო აი, ეს გაუნათლებელი ნაჭილია შენი ამომრჩეველი, რომელსაც გული წყდება მიშამ დუბლიონკა და მანქანა რატომ არ აჩუქა''

''მსგავსი გამოკითხვები ხშირად უნდა ჩატარდეთ რათა შერცხვეს ახალგაზრდებს და გუგლის მაგივრად წიგნებში ჩაიხედონ''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
Nini
Martalia ojaxi da mshobeli mtavaria shvili sworad agzardos, sheayvaros wigni, magram ra xdeba tviton televiziebshi. Vin gizit studiebshi vitom warmatebul da shemdgar adamianebad?! Mapatiet , magram vize akvrevinebt tashs sazogadoebas?! Sircxvilia vis apetishebt ea televiziebi. Arsebobs dgevandel televiziashi shemecnebiti gadacemebi. Ras uyureben chveni shvilebi. Mizanmimartulad azombireben sazogadoebas. Moiwvevt vitom warmatebul adamianebs da azrsac ver gamoitan ras saubtoben . Upro sworad ver saubrobeb. Sainteresoa zogiert tkvens respodents, " cnobad" saxes dausvit igive shekitxvebi da ra pasuxebs miigebt. Ase rom lomis wvlili migizgvit am taobis aset mdgomarebamde miyvanashi.
19:04 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ასეთი უბრალო რამის არცოდნა სირცხვილია ხალხოო....დაა ამ მაიას დგომის მანერა,კიტხვის მერე პასუხის გაცყვეტა ხოოო ნერვებს გვაწყვიტავს...გაუბერე მაიაა მაგრააა,დაოკდიიი რა გჭირს?
18:54 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დ.ჩ.
ლომაიადან დაწყებული დეკანოიძემდე დამთვრებული ნაძირალა მინისტრების ვითომ რეფორმის შედეგია ყველაფერი.
18:46 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ამ შემთხვევაში ,,პროფილი,, არაფერშუაშია.ადამიანს რომ ქართულ ანბანში რამდენი ასოა,ან ასეთ უბრალო კითხვაზე პასუხი არ იცის, პარასკევი დილა კი არა ყველა დილა სირცხვილია მისთვის.
17:30 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა.გადაცემა რა შუაშია,ეს ჩვენი რეალობაა საუბედუროდ.
17:02 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნია
მარტო ახალგაზრდებს ნუ ჩავაცივდებით,ძველიგაზრდებსაც არა უშავთ უვიცობაში,მაგრამ ასეთი ფორმატი მიუღებელია,ეს სატირა არ არის,ეს დაცინვაა
16:09 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკა
კუდი რატომ აგეწვათ???? რატომ არ აღიარებთ, რომ ტოტალური სიბნელეა ქვეყანაში? ქვეყანაში, სადაც მჩხიბავ კაკულიას უსმენენ, სადაც მოჩვენებების სჯერათ, სადაც მკითხავებთან დადიან...
15:30 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარის და მაიას
ინტელექტზე გეტყობათ რა ნაკითხები ხართ. ყველას ჩაძირავთ და გადაუვლით. ბრძოლა არსებობისთვის -ესაა თქვენი ანი და ჰოე
15:06 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მზია
დასაცინი რომ არ გახდე წიგნი უნდა წაიკიტხო თვალების დახატვა და ბრენდები ხომ ისწავლეთ
14:53 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
რაო შეგრცხვათ ჯიგრებო? პროფილი რა შუაშია წიგნი წაიკითხეტ
14:03 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS