23 სექტემბერი, 2016
სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - ''გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა''?
გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალმა თაობის განათლების თემას მიეძღვნა.

გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იციან, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა. 

გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.

ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით. 

''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები,
ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.

''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა. 

''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი.

დაცინვა კიდევ უფრო დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოყვარულებისთვის ცირკის მოწყობა აშკარად არ გეზარებათ.

თქვენ აკეთებთ გადაცემებს, სადაც შეწუხებული სახით გამოდის წამყვანი და ყვება ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ქალთა მიმართ, ამ დროს გამოაჩენთ ეკრანზე ადამიანს რომელიც ვერ გპასუხობთ რამდენი ასოა ქართულ ენაში (შეიძლება სულაც მოულოდნელი კითხვის და დაბნეულობის გამო) მერე ამ ფაქტის გამო დასცინიან ადამიან(ებ)ს, ვინ იცის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს და როგორ აიტანს ამ ფაქტს, როცა ქვეყნის საქილიკოს გახდიან, ეგ ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობაა. მომავლის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს წამყვანი ისევ გამოჩნდება ეკრანს და მოგვმართავს: "თუ შენ ახლა მიყურებ" - ნუ აუბედურებ სხვას / ნუ დასცინი / ნუ აკნინებ / ნუ ... ნუ ... ნუ...

რახდება, რა დავარქვათ ფაქტს, "როგორც გვინდა ვჭრით და ვკერავთ"?

- გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა? - არც გაინტერესებთ, მთავარია რეიტინგი იყოს, ხომ ეგრეა''...

ძვირფასო, პატივსაცემო საზოგადოებავ! - დაცინვა მარტივია, გიადვილდებათ, ამ დროს კი კარგი იქნება სკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იფიქროთ და ნუ განსჯით სხვებს. ხვალ, ზეგ, შესაძლოა თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ მსგავს უხერხულ სიტუაციაში და ფა-ფუ, თქვენი ინტელექტიც სადღაც გაქრეს...

ხუთშაბათობით გადაცემა ''პროფილი'' -ს ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი ჩნდება ეკრანზე მოწოდებით: "თუ შენ ახლა მიყურებ, ნუ მოკლავ ჯაფარას, რადგან, ერთ-ერთ ხუთშაბათს მე თვითონ მოვკლავ მას"... ეს კი ძალიან ცუდი ჟესტია, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა, ასე არ ივარგებს''...

''დროული გადაცემა იყო აღარ გვინდა, ეს ტირილი ვიღაცის დაშორება ღალატზე.... დროულია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე... ბიძო აი, ეს გაუნათლებელი ნაჭილია შენი ამომრჩეველი, რომელსაც გული წყდება მიშამ დუბლიონკა და მანქანა რატომ არ აჩუქა''

''მსგავსი გამოკითხვები ხშირად უნდა ჩატარდეთ რათა შერცხვეს ახალგაზრდებს და გუგლის მაგივრად წიგნებში ჩაიხედონ''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
ემიგრანტი
რა კარგია სხვას გადააბრალო ყველაფერი.წიგნი რომარ წაგიკიტხავს ეს ასატიანის და პროფილის ბრალია?...საერტოდ ენა როგორ გიბრუნდებატ და ამბობტ დასცინეტო,ეს რამხელა პრეტენზია გაქვტ,ბოდისჰი ხომარ მოგიხადოტ,ვაიმე წიგნი არ წაგიკიტხავტ და როგორ გგკიტხეტტკო??? ...და კიდევ ერტი არავინ არაფერს გახვევტ ტავს,მოგწონტ უცხოური კი ბატონო მაგრამ ისე ნუ გამოგივატ მამას ივიწყებდნენ და მამინაცვალს იფიცებდნენო.ვაირომ ის უცხო კიდეუფრო მიუწდომელი ხდება და საკუტარზე წარმოდგენაც კი არ გინდატ გგკონდეტ...
00:47 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
სასაცილოა ,სატირალი რომარიყოს....დაიბნა კამერის წინ ვერ ისაუბრა,კარგიტ რა ვაგიაროტ სიმარტლე რომ არ ვიციტ,არ გვინდა ვისწავლოტ,ეხლა ხომ მოდასჰია მაგარი ზმანები,ტელეფონები,ხოლო ტავსჰი რა გვიდევს რა მნისჰვნელობა აქვს არა???ზუსტად რომ უნდა დასცინო და მიწასტან გაასწორო,მისი ტანატოლი სჰეიზლება წიგნებს ტავს ამტვრევდეს მაგრამ მოდური ზმანი ტუ არ აქვს გვერდიტაც არ დაიყენოს.დასცინოს,..წიგნი წაიკიტხეტ წიგნი სჰემო კარგებოოოო...
00:32 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
რა შუაშია 'პროფილი'! სიბნელეა ქვეყანაში. ეს ბნელეთია, რომელსაც სიმპატიები თავისნაირ ოროსანი მთავრობისაკენ აქვს! და უფრო მეტიც: ქვეყანა ჩვენიაო და ნურც შეგვეხებით, ესე უნდა ვიყოთო! დიახაც უნდა გამოვაჩინოთ და შევარცხვინოთ, მარტო ახალგაზრდები კი არა, ე.წ. 'ცნობადი სახეებიც', კიდევ ბევრი სხვა, მოდური, ბრენდული ტანსაცმელ-ფეხსაცმლის უკან სიცარიელეს რომ მალავენ და თავი მწვანე კიტრებივით მოაქვთ. ეს კითხვები იყო და თქვენ უნდა ნახოთ, როგორ წერენ! აბა დააწერინეთ! მძიმეებზე დიდი ხანია, ლაპარაკი არ არის, - წერტილებსაც აღარ სვამენ! თუმცა თქვენც იცით: 'პოსტებს' შეხედეთ! სხვაგან ვერც ნახავთ მაგათ ნაწერს, - მარტო კომპიუტერში, რომელიც რატომღაც ყველას აქვს და თან ინტერნეტში ჩართული!
00:26 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
როდესაც დაწერთ კომენტარებს,ქნებ გადახედოთ -რას წერთ,,,ნახევარს ვერ გაიგებს კაცი და სხვის გაუნათლებლობაზე კი ლაპარაკობთ!
00:25 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დაბალი ინტელექტის ჟურნალისტები რამდენი გვყავს ვინ მოთვლის. ისეთი შეცდომები ისმის ეკრანიდან ხანდახან ყვირილი მინდება.ქუჩაში გამვლელ–გამომვლელი და ბაზრობაზე მომუშავე გადაღლილი ქალები თუ ვერ პასუხობენ სწორად კითხვებს, ამათსავით განათლებულობის პრეტენზია მაინც არა აქვთ
00:09 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
აბი
დედა?? რამდენი "ჭკვიანი" გვყოლია აკ?? , მაიას რა უნდა მოსტხოვოტ, ტვიტონ ვინ არის ..მაგრამ ტკვენ რომ ჭკუისმყოპელებად მოგაკვტ ტავი და აკრიტიკებტ ახალგაზრდობას, დაპიკრებულხარტ ვინ უნდა გააკრიტიკოტ?? ამ კვეყნის მმარტველი ბატონები--ტეტრი მელადან დაწყებული და ბიძინატი დამტავრებული!! დიახ ბატონებო, და აი რატომ..მატ არ შეკმნეს გარემო და სისტემა იმისა რომ ადამიანებს კარგი განატლება მისცეს კვეყანამ. ტკვენ კიდევ ზოგიერტები "რუსეტუმეებიო"" სწორედ იმ საბჭოტა დროს აღიზარდა განატლებული ტაობა რომელსაც ეხლა "წიტელ ინტელიგენციას" უწოდებტ. ტუმცა მე არ მივეკუტვნები მაგ ტაობას, შედარებიტ ახალგაზრდა ვარ, მარგრამ საბჭოტა პერიოდმა მომიწია და ბედნიერი ვარ რომ ამ დროში არ დავიბადე და განატლება და ადამიანური კცევის ნორმები იმ დროს ჩამომიყალიბდა. იყო სიმშვიდე და ადამიანები არავის ბატონობის კვეშ არ ცხოვრობდენე ისე როგორც ეხლა. ახლანდელ ტაობას აღარც უპასო სცავლა აკვს, აღაც საჭმელი(კუჩებში ვაჭრობიტ ირჩენენ ტავს) და აღაც ინტერესი , იმიტომ რომ სახელმწიპო არ ზრუნავს მატზე და ტვიტონ უნდა გადაირჩინონ ტავი ტუ მეტიც, ოჯახი არჩინონ!!! ამას დამატებული საშინელი განატლების სისტემა( და ტუ გგონიატ ეხლანდელი მინისტრი რაიმე შეცვლის:)) აი ეს ყველაპერი და უპრო მეტიც იწვევს ამ "გაუნატლებლობას". მაპატიეტ ახალხგაზრდებო, ტკვენ რა შუაში ხარტ როცა პატრონი აღარ გკავტ???
23:28 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
***
მართალია გაუნათლებლობა სირცხვილია მაგრამ ასე დაცინვაც დანაშაულია ჩემი აზრით. ვფიქრობ ეს გადაცემა ამ ადამიანების უფლებების დარღვევაა. მით უმეტეს ამ გამოკითხვას თუ თან სდევს მაიას მკაცრი და დამრიგებლური ტონი. რა უფლებით? იქნებ ვიღაცამ არ იცის ქართულ ანბანში რამდენი ასოა მაგრამ ჩემზე,შენზე,მაიაზე და ბევრ ჩვენგანზე ათასჯერ უკეთესი ადამიანია. იქნებ ბევრ ჩვენგანზე უფრო კეთილია და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. შენ ვინ ხარ რომ ამცირებ? არ მითხრათ ახლა გაუნათლებელი ადამიანი კარგი ვერ იქნებაო. წერა-კითხვის უცოდინარი გლეხი(კარგი გაგებით გლეხი) ბევრ ცნობად და ტელევიზორში გამოჭენებულ ჭკვიანს ჯობია.p.s. ბევრ გამოკითხულს ეტყობოდა რომ დაბნეულებმა უცებ ვერ გაიხსენეს თორემ მშვენივრად ეცოდინებოდათ რამდენი ასოა ქართულ ანბანში. ასევე დამაბნეველი იყო შეკითხვა 27 სექტემბერზე (დაახლოებით ასე: 27 უკვე იყო? კი მაგრამ, დღეს რა რიცხვია?)
23:27 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
შეიძლება ასათიანი დიდად არ გეხატებიდეს ადამიანს გულზე,მაგრამ ის ყოველთვის აქტუალურ თემებზე აკეთებს გადაცემას!ერთი მაინც დამისახელეთ,რომელმაც დიდი გამოხმაურება არ გამოიწვია.ტირილ-ვიშვიშიც კი ვიღაცეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა და ხალხი გაბედნიერდა ოჯახის წევრების პოვნით!!რა ქნას მაიამ ხალხს დიპლომები უწყვია და წერა-კითხვაც კი არ იციან.ამას რად უნდა დამალვა?ასეთი ახალგაზრდების იმედზე უნდა ვიყოთ?არაა აუცილებელი ყველა პროფესორი იყოს,მაგრამ პრეტენზია რომ აქვთ ესაა სამარცხვინო,თორემ ყველამ ყველაფერი ნამდვილად არ უნდა იცოდეს!ისწავლეთ შრომა და შრომის სიყვარული!ნუ გაარჩევთ ადამიანებს სიმდიდრის და გვარიშვილობის მიხედვით.გიყვარდეთ ბავშვები და იზრუნეთ რომ ბედნიერები იყონ და მხოლოდ ძვირფასი ტანსაცმლით ნუ ანებივრებთ!ისწავლეთ უბრალო ადამიანად ჩამოყალიბება და სხვის დაცინვას შეეშვით!სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფთ და ასე შემდეგ...
22:53 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დატო
მეც ვეტახმები ტილაინები და დიან და დუსტის ფული არ აქვტ და ტელეფონებიტ დატანტალობენ უტრუსიკო უვიცი უციგნური მომავალი ახალგაზდობა ილია ბიზინას მოზგვრებიტ რომ დადიან ქუსჰებჰი დიახაც უნდა გამოასჰინონ ჰეარცხვინონ უციგნური გოგო ბიჯები საქმე სქმეზე რომ მიდგეს განატლებულები არიან გუგლჰი სჰაცერენ მეფე გიორგი სააკაზეს და პრინც პატაას უპასუხებს გუგლიგანატლებულები არიან ვაი სირცხვილო პროფილისნაირი ბევრი გადაცემები უნდა ùმიომრავლდეს ეს უგნური ხალხი გაანატლოს იქნებ აბა გდს ტელევიზია მატხოვრების და ნაზირალა ივანასჰვილის ბოდიალს უნდა უკუროტ და განატლდებიან
22:06 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ირმა
როგორ შეიძლება ქართველმა არ იცოდეს რამდენი ასოა ქართულ ანბანში!!!რა შუაშია აქ გინდ მაია ასათიანი გინდ განათლების სამინისტრო! ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს ქართველისათვის!!!
21:27 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS