23 სექტემბერი, 2016
სკანდალური გადაცემის შემდეგ ''პროფილი'' სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - ''გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა''?
გადაცემა ''პროფილის'' მორიგი გადაცემა ახალმა თაობის განათლების თემას მიეძღვნა.

გამოკითხულთა უმეტესობამ სკოლის პროგრამიდან ისეთი რამეც კი არ იციან, რასაც წლების წინ სამოსანი მოსწავლეც კი უპრობლემოდ უპასუხებდა. 

გადაცემას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრის აზრით ასეთი სიტუაცია განათლების სისტემის ბრალია.

ბევრი კი ''პროფილს'' აკრიტიკებდა და წერდნენ, რომ ახალგაზრდებისთვის არ უნდა დაეცინათ.

ასეთი გამოხმაურების შემდეგ ''პროფილმა'' სპეციალური განცხადება გაავრცელა ფეისბუქით. 

''მეგობრებო, ჩვენი გამოკითხვა იყო ღია, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა შეეძლო ყველას. გადაცემაში გავიდა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები,
ვინც დაგვთანხმდა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე. გამოკითხვა ჩატარებულია ყველას სტანდარტის დაცვით და მასში მონაწილე არასრულწლოვნების იდენტიფიცირება არ ხდება''.

''პროფილის'' განცხადებას შემდეგი კომენტარები მოჰყვა. 

''უკვე დროა მიხვდეთ, რომ თემები ამოწურეთ და შეგიძლიათ თქვენმა ჯგუფმა შექმნათ რამე ახალი გადაცემა, თუ აუცილებლად გჭირდებათ ეკრანზე არსებობა. არაპროფესიონალიზში გადადის უკვე, როცა ყველაფერი ამოწურული გაქვთ და სხვების დაცინვით და უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით ცდილობთ, დაწეროთ რეიტინგი.

დაცინვა კიდევ უფრო დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, მაგრამ მისი მოყვარულებისთვის ცირკის მოწყობა აშკარად არ გეზარებათ.

თქვენ აკეთებთ გადაცემებს, სადაც შეწუხებული სახით გამოდის წამყვანი და ყვება ძალადობაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე ქალთა მიმართ, ამ დროს გამოაჩენთ ეკრანზე ადამიანს რომელიც ვერ გპასუხობთ რამდენი ასოა ქართულ ენაში (შეიძლება სულაც მოულოდნელი კითხვის და დაბნეულობის გამო) მერე ამ ფაქტის გამო დასცინიან ადამიან(ებ)ს, ვინ იცის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს და როგორ აიტანს ამ ფაქტს, როცა ქვეყნის საქილიკოს გახდიან, ეგ ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიური ძალადობაა. მომავლის ერთ-ერთ ხუთშაბათ დღეს წამყვანი ისევ გამოჩნდება ეკრანს და მოგვმართავს: "თუ შენ ახლა მიყურებ" - ნუ აუბედურებ სხვას / ნუ დასცინი / ნუ აკნინებ / ნუ ... ნუ ... ნუ...

რახდება, რა დავარქვათ ფაქტს, "როგორც გვინდა ვჭრით და ვკერავთ"?

- გადაცემის მომზადების დროს იფიქრეთ, იმაზე როგორი იქნება ამ ადამიანების პარასკევი დილა? - არც გაინტერესებთ, მთავარია რეიტინგი იყოს, ხომ ეგრეა''...

ძვირფასო, პატივსაცემო საზოგადოებავ! - დაცინვა მარტივია, გიადვილდებათ, ამ დროს კი კარგი იქნება სკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე იფიქროთ და ნუ განსჯით სხვებს. ხვალ, ზეგ, შესაძლოა თქვენ თვითონ აღმოჩნდეთ მსგავს უხერხულ სიტუაციაში და ფა-ფუ, თქვენი ინტელექტიც სადღაც გაქრეს...

ხუთშაბათობით გადაცემა ''პროფილი'' -ს ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი ჩნდება ეკრანზე მოწოდებით: "თუ შენ ახლა მიყურებ, ნუ მოკლავ ჯაფარას, რადგან, ერთ-ერთ ხუთშაბათს მე თვითონ მოვკლავ მას"... ეს კი ძალიან ცუდი ჟესტია, საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა, ასე არ ივარგებს''...

''დროული გადაცემა იყო აღარ გვინდა, ეს ტირილი ვიღაცის დაშორება ღალატზე.... დროულია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე... ბიძო აი, ეს გაუნათლებელი ნაჭილია შენი ამომრჩეველი, რომელსაც გული წყდება მიშამ დუბლიონკა და მანქანა რატომ არ აჩუქა''

''მსგავსი გამოკითხვები ხშირად უნდა ჩატარდეთ რათა შერცხვეს ახალგაზრდებს და გუგლის მაგივრად წიგნებში ჩაიხედონ''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 40 /
მზია
რუსტავი 2ის საწინააგმდეგო არაპერი მაკვს,პირიკიტ,მაგრამ მაიკო ტუ დაპიკრდი იმაზე რა სჰეიდზლება სჰეცვლილიყო ამ ადამიანების ცხოვრებასი,რა ტკმა უნდა უარესობისაკენ და ტუ დაპიკრებულხარ რამდენ ცოდვასი სეიდზლებოდა ამ გადაცემიტ საგედგატ პეხი?ეს იყო ადამიანების დამცირება კი არა,მიწასტან გასწორება,რა ტკმა უნდა არ ეპატიებატ ასეტი ელემენტარულების არ ცოდნა,მაგრამ რას იზავ ასეტია მატი ცხოვრება და ცჰვენ ვინ მოგვცამატი განსჯის უპლება?გმერტის უნდა გესჰინოდეტ.
21:41 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ახალგაზრდები უნდა მიხვდნენ იმას რო საცჰიროა წიგნების კიტხვა და არა მარტო ტამასჰების ტამასჰი ინტერნეტსჰი, ხელისუპლებამ კი უმსგავსო რამეები უნდა მოასპონ კომპიუტერებიდან, უნარები კველაპერს არ სჰირდება,ვაჯა, ილია აკაკი სჰოტა რო არ ისის ახალგაზრდამ რაზეა ლაპარაკი, რომელ კარტულ კულტურაზე ვლაპარაკობტ,გაიგვიზეტ მომავალო ტაობავ, დასინვას კასი არ მოუკლავს, ივისობას კი
17:53 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
გამოკითხულებიდან ძალიან მცირე ნაწილი იყო ისეთი, ვინც ეხლა სწავლობს სკოლაში, ქართული ენა(გრამატიკა) რომ აღარ ისწავლება სკოლაში, ბრუნვები როგორ უნდა იცოდეს ბავშვმა, სახელმძღვანელოებს მიხედონ ის ჯობია. ისე ასათიანს ვინ ასწავლა თითების ესე დაჭერა, რა მანერაა. მეც ვთვლი რომ ვინც აცვენეს იმატ უნდა იჩივლონ უფლებების დარღვევისთვის, იცოდნენ ნეტა რომ გადაცემაში გამოაჭენებდნენ
16:44 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
sss
ცხონებული ბენდუქიძე ზუსტად 3 წამში გაასაზიზღრებდა "მაიკოს" 7-ის 7 პროცენტს რო კითხავდა.
16:05 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
BEBO
ისეთი გადაცემის ყურება, როგორიც "პროფილია", უკვე დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია.
14:14 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
BEBO
არ უნდა უყუროთ ისეთ გადაცემას, როგორიც "პროფილია".ესაა მარტივი გამოსავალი
14:12 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
სოხუმელი
სწორედ რომ მიშას შექმნილი განათლების სისტემის ბრალია ეს ყველაფერი და არა ბიდზოსი. გუსჰინ არ გამხდარა ეს ახალგაზრდები ასეთი ბაგაჟის პატრონი,უინტელექტო ხომ იოლი სამართავია, რასაც სააკაშვილი ახერხებდა კიდეც. ყველაფერი საბჭოური ხომ უნდა განადგურებულიყო არა? საშუალო განათლების საბჭოური სისტემა, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესად იყო აღიარებული მაგრამ ესეც უნდა განადგურებულიყო იმიტომ რომ საბჭოური იყო. კარგი რაც იყო დაგვეტოვებინა იმ დროიდან და გამოგვეყენებინა, მაგრამ არა!
12:04 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
რეალობა
და რა არის უნარ-ჩვევა რომლითაც განისაზღვრება აბიტურიენტის უპირატესობა!! რა ჯანდაბიდან შემოიღეს ეს საგანი!!??? უნარ ჩვევა ეს იმ ქვეყნის ცხოვრებვის ცხოვრების სტილია სადაც ცხოვრობ!!! ტრადიციებიდან გამომდინარე, უბრალოდ ქცევის წესები!! ეროვნული წესები, და მოქალქის წესჩვეულება. რაც ისწავლება ოჯახში და სკოლაში ზოგადად, რატომ აქცევენ ამ საგანს დიიდ ყურადღებას ვის რაში გამოადგება ექიმს??? მასწავლებელს??? არქიტექტორს??? რაშიიიიიიიიიიი ეროვნული გამოცდებით ექიმები გახდნენ ვისააც ბიოლოგია და ქიმია არ ქონდა ჩაბარებული .... მხოლოდ მათემატიკა უნარები და ინგლისური აი ეს წითელი ხაზიიიიიიიიიიიი შემოიღეტ და ახლა იმკით შედეგებს არანაირი ზოგადი აზროვნება, მხოლოდ ინგლისური და დაზუთხული უნარები!!
12:02 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
!
და თვითონ პროფილი არ არის სიბნელე? ინტელექტი რომ მოიკოჭლებს იმიტომ არსებობს ასეთი გადაცემა.
11:21 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ცირა
წელს პირველკლასელებს 2012 წელს დაბეჭდილი წიგნები დაურიგეს, ზოგიერთს ახლები და ზოგიერთს მეორადის დარიგებას უპირებენ, ანუ დღემდე ჯერ კიდევ არ მიუციათ. მაგალითად: გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაშია ასეთი სიტუაცია. ლოგიკურია 2012 წელს დაბეჭდილი წიგნები როდემდე ეყოფოდათ????
10:12 / 24-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS