04 ოქტომბერი, 2013
მაია დარსმელიძე დათო ფორჩხიძეს დაუპირისპირდა
მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო მუსიკალური კონკურსების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ''ახალი ხმის დაწყებას'' , რომლის ირგვლივაც ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმებოდა.

წინა საზონზე დათო ფორჩიხიძე, მაია დარსმელიძე სტეფანესთან ერთად, მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, წელს კი ნინო ჩხეიძე ლელა წურწუმიათი ჩაანაცვლეს, მაია და სტეფანე კი ერთმანეთს დააშორეს და ცალ-ცალკე ცდილობენ ძლიერი
გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველივე გადაცემაში აშკარად იგრძნობოდა დათო ფორჩხიძის ლიდერობა, არჩევანის წინაშე დამდგარი მონაწილეები გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში სწორედ დათოს სასარგებლოდ იღებდნენ.

როდესაც რეალური ანდერგრაუდის წარმომადგენელი, ქანთრი მუსიკის პიონერი საქართველოში, შოთა ადამაშვილი გამოვიდა სცენაზე და ოთხივე მწვრთნელი მოაბრუნა, ჟიურის თითოეულ წევრს უნდოდა, რომ ის მის გუნდში მოხვედრილიყო, თუმცა დათო ფორჩხიძის გარდა, ყველა მწვრთნელი დარბაზთან ერთად, შოთას მაოსთან წასვლას ურჩევდა.

თავის მხრივ მაიამაც არ დააკლო მცდელობა, ხუმრობით მკვლელობითაც დაიმუქრა, მაგრამ შოთამ დათოს გუნდში არჩია ბრძოლა, რამაც დარსმელიძე იმდენად გააბრაზა, რომ ემოციები კამერების წინაც ვერ დამალა... სულ ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბილწი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ.

''იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში (გუნდში _ ავტ.) მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა მართლა დაბოღმილებმა რამხელა ამბავი ამიტეხეს. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა მოვტ***, რომ მე კი არა - ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ ''მაპატიეთ'' , რომ უმრავლესობა ჩემს მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო?? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ??? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) ''შავი პიარი'' რომ ამიგორა??

მოგიტ*** 20 წლის განმავლობაში ჩახვეული ჰიუსტონი და ვოისის ფეიჯზე (გვერდზე _ ავტ.) ჟრიამული. მოგიტ*** ურთიერთდალაიქებული პოსტები და ''დამაჯერებელ-არგუმენტირებული'' კომენტარები. და ყველაზე მთავარი, მოგიტ*** ყველა კარგი დასაწყისის წარმატებით გაბანძების ნიჭი. პროექტიდან ჩემს წასვლაზე რომ ოცნებობთ _ სიამოვნებით წავიდოდი, იმიტომ რომ თქვენნაირი ღორებისთვის ძალიან დიდი მარგალიტი ვარ... მაგრამ არსად არ წავალ, რომ უფრო მეტად მოიშალოთ ჩემი არსებობის გამო.
როგორც იქნა, ამჯერად ყველაზე ხარისხიანად შეგისრულეთ უკვე რიტორიკული ''დედა, რა უზრდელია ეს დარსმელიძე'' .

ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს.

ჭამეთ, გაამოთ, ახალი ასაგორებელი თემისთვის კვლავ სიამოვნებით ''გაგიმუზდით'' .
როგორც ჩანს, სხვის 20 წლის წინანდელ გაკეთებულში მაო დათო ფორჩხიძეს გულისხმობს, რადგან ფორჩხიძე, შეიძლება ითქვას, სწორედ ''ვოისის'' შემდეგ აღდგა ფენიქსებრ და ისევ აქტუალური გახდა ფართო წრეებში, თორემ მუსიკალურ წრეებში მისი ტალანტი ყოველთვის დაფასებული იყო. ფაქტია ისიც, რომ დათო ფორჩხიძემ ორივე ''ახალი ხმა'' მოიგო და ამით, მწვრთნელებს შორის ახალი სეზონის დაწყებისთვის წინასწარ გააღვივა დაძაბულობა.

სავარაუდოდ, მაოსა და დათო ფორჩხიძეს შორის განსაკუთრებული ''ჯახი'' გველოდება, რადგან მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის საიტისთვის''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
თამუნა
რა ბინძური და ბილწი ქალია.ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას მაგრამ ესეთი ბილწი სიტყვები ნამეტანია,იმ ქალისგან რომელსაც დედა ქვია...ამაზრზენია ეს ქალი თავიდან ბოლომდე.
21:42 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ეს გოიმი ქალი რამდენის უფლებას აძლევს თავს,რაზე დაყრდნობით აქვს ამდენი ამბიცია?ყოველთვის ასეტი გოიმი იყო და ვერასდროს ვერ მოიპოვა პოპულარობა გემოვნებიან ქართველ მსმენელში.
21:42 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
რა დაგემართათ ხალხნო,ამდენი ბოღმა გაგხეთქავთ,ვისაც სად უნდა იქ წავიდეს,უბრალოდ ხალხს ეცით პატივი...
21:04 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
ფუჰ, ყველა როგორ დაეცა და აყალ-მაყალი როგორ ერთადერთ სიახლედ იქცა ჩვენთვის, ამის მერე ხალხი ვართ ჩვენ?!
20:44 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რეიზა?
მაო მე იმას ვერ ვხდებოდი ჩხეიძესთან რატო მიდიოდა ხალხი მარა არც ფორჩხიძეს და არც არავის არ უგინებიაა არავინ დამშვიდდი და დაიკიდე რააააააააააააააა :D
20:18 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მაო ძალიან მაგარია
20:07 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ტიპმა თვითონ გადაწყვიტა დათო და რა არის აქ გაუგებარი???
20:07 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
მაგარი ქალია!
19:33 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
წარმატებები მაო
19:29 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS