04 ოქტომბერი, 2013
მაია დარსმელიძე დათო ფორჩხიძეს დაუპირისპირდა
მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო მუსიკალური კონკურსების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ''ახალი ხმის დაწყებას'' , რომლის ირგვლივაც ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმებოდა.

წინა საზონზე დათო ფორჩიხიძე, მაია დარსმელიძე სტეფანესთან ერთად, მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, წელს კი ნინო ჩხეიძე ლელა წურწუმიათი ჩაანაცვლეს, მაია და სტეფანე კი ერთმანეთს დააშორეს და ცალ-ცალკე ცდილობენ ძლიერი
გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველივე გადაცემაში აშკარად იგრძნობოდა დათო ფორჩხიძის ლიდერობა, არჩევანის წინაშე დამდგარი მონაწილეები გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში სწორედ დათოს სასარგებლოდ იღებდნენ.

როდესაც რეალური ანდერგრაუდის წარმომადგენელი, ქანთრი მუსიკის პიონერი საქართველოში, შოთა ადამაშვილი გამოვიდა სცენაზე და ოთხივე მწვრთნელი მოაბრუნა, ჟიურის თითოეულ წევრს უნდოდა, რომ ის მის გუნდში მოხვედრილიყო, თუმცა დათო ფორჩხიძის გარდა, ყველა მწვრთნელი დარბაზთან ერთად, შოთას მაოსთან წასვლას ურჩევდა.

თავის მხრივ მაიამაც არ დააკლო მცდელობა, ხუმრობით მკვლელობითაც დაიმუქრა, მაგრამ შოთამ დათოს გუნდში არჩია ბრძოლა, რამაც დარსმელიძე იმდენად გააბრაზა, რომ ემოციები კამერების წინაც ვერ დამალა... სულ ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბილწი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ.

''იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში (გუნდში _ ავტ.) მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა მართლა დაბოღმილებმა რამხელა ამბავი ამიტეხეს. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა მოვტ***, რომ მე კი არა - ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ ''მაპატიეთ'' , რომ უმრავლესობა ჩემს მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო?? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ??? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) ''შავი პიარი'' რომ ამიგორა??

მოგიტ*** 20 წლის განმავლობაში ჩახვეული ჰიუსტონი და ვოისის ფეიჯზე (გვერდზე _ ავტ.) ჟრიამული. მოგიტ*** ურთიერთდალაიქებული პოსტები და ''დამაჯერებელ-არგუმენტირებული'' კომენტარები. და ყველაზე მთავარი, მოგიტ*** ყველა კარგი დასაწყისის წარმატებით გაბანძების ნიჭი. პროექტიდან ჩემს წასვლაზე რომ ოცნებობთ _ სიამოვნებით წავიდოდი, იმიტომ რომ თქვენნაირი ღორებისთვის ძალიან დიდი მარგალიტი ვარ... მაგრამ არსად არ წავალ, რომ უფრო მეტად მოიშალოთ ჩემი არსებობის გამო.
როგორც იქნა, ამჯერად ყველაზე ხარისხიანად შეგისრულეთ უკვე რიტორიკული ''დედა, რა უზრდელია ეს დარსმელიძე'' .

ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს.

ჭამეთ, გაამოთ, ახალი ასაგორებელი თემისთვის კვლავ სიამოვნებით ''გაგიმუზდით'' .
როგორც ჩანს, სხვის 20 წლის წინანდელ გაკეთებულში მაო დათო ფორჩხიძეს გულისხმობს, რადგან ფორჩხიძე, შეიძლება ითქვას, სწორედ ''ვოისის'' შემდეგ აღდგა ფენიქსებრ და ისევ აქტუალური გახდა ფართო წრეებში, თორემ მუსიკალურ წრეებში მისი ტალანტი ყოველთვის დაფასებული იყო. ფაქტია ისიც, რომ დათო ფორჩხიძემ ორივე ''ახალი ხმა'' მოიგო და ამით, მწვრთნელებს შორის ახალი სეზონის დაწყებისთვის წინასწარ გააღვივა დაძაბულობა.

სავარაუდოდ, მაოსა და დათო ფორჩხიძეს შორის განსაკუთრებული ''ჯახი'' გველოდება, რადგან მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის საიტისთვის''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
მაოს,~:
ამგ გინებით გგონია დათოს დააკლებ რამეს? საკუთარ თავს იბანძებ, ისედაც ბანძო..საკუთარ უსუსურობას კიდევ უფრო ხაზს უსვამ და ვერასოდეს მიხვალ დათოსთან !
23:22 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
:))))
ფორჩხიძის გამარჯვების სუნი მცეეემს :))) და მაოს ბოღმისგან გასკდომის ხმა მესმის :))))
23:22 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რამნიშვნელობააქვს
ქალო,მარტო მუსიკა ხომ არ არის?მაგ ბილწ პირს ვერასოდეს ვერ გაალამაზებს მუსიკა,ქვეყანა გიყურებს,შენ რომელი დედა მოგაბარებს შვილს?დათოს ედრები? ვაი შენს პატრომს ცირკის წინ არისს შენი ადგილი
23:12 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია დარსმელიძეს
როგორი წამწარწბული ხარ:))ბოღმისგან არ გასკდე ფრთხილად:)))
23:08 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
"იაზო ქალს" :დდ
ცოდვა ხარ მაია :( მართლა მეცოდები :( რა ბოღმის ბუკეტი ხარ :((( მე პირადად ვისურვები დათო წავიდეს მაგ პროექტიდან :)) ალბათ დააგლიჯეთ ნერვები დათოსაც, აბა თქვენისთანა ბოღმიანების ატანა პატარა ამბავი არაა :)) მერე პროექტს მართლა აღარ ექნება ხიბლი :))
22:54 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაოს
დაოკდი მაია დარსმელიძე! მე გეთანხმები, რომ შენ 'აკეთებ მუსიკას', ლინკებსაც გვიგდებ, გვახსენებ, მაგრამ იმიტო ხო არ მოსწონს ხალხს შენი მუსიკა, რომ ვერ 'აკეთებ' კარგ მუსიკას?? შენ თუ გინდოდა შოთა შენთან წამოსულიყო და ამაში ლოგიკა არსებობს და მართალი ხარ, იმაშიც არის ლოგიკა რომ შენი გაკეთებული იმიტო კი არ მოსწონს ხალხს, რომ ერთეულები მიხვდებიან მხოლოდ შენს შემოქმედებას, იმიტომ, არ მოსწონს, რომ, მარტივად, არ მოსწონს და არ ესმინება ვახ! დაოოკდი რა!! შენი ამ უაზრო კომენტარებით და უმისამართო ბრალდებებით ფორჩხიძის მიმართ და ფორჩხიძის ფსევდო სიყვარულით, გაიგე, რო ფორჩხიძეს უკეთებ ისევ რეკლამას! და დამსახურებულს, იმიტომ რომ დათო ტვინითაც გჯობს, შემოქმედებითაც, მუსიკითაც, საქმითაც და ადამიანობითაც და მილიონჯერ დაამტკიცა და ამტკიცებს შენგან და სტეფანესგან განსხვავებით!
22:50 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მეკო
ძალიან ნიჭიერია მაია, დათო რა მოსატანია მაიასთან,რა სახსენებელია,თუმცა ბილწსიტყვაობა არ არის მოსაწონი :)
22:27 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან გაბრაზებულია ეს საწყალი და ვინმე წადით ამის გუნდში ნორმალური რა :))
22:16 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სსსსსს
დღესდღეობით მაია დარსმელიძე ერთ-ერთია საქართველოში, ვინც მუსიკას აკეთებს. ჩხეიძის და კიდევ მსგავსთა უმსგავსო მუსიკა კიდევ უბრალო ტაშფანდუისთვის გამოდგება და მეტი არაფერი. ასე რომ, შეეშვით ამ ქალის ლანძღვას...
22:14 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დეა
ბაზრის დედაკაცი ფუუუუუ და იმედის სირცხვილი კიდევ რა ,ეს უნდა იდგეს ტროტუარზე
22:02 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS