04 ოქტომბერი, 2013
მაია დარსმელიძე დათო ფორჩხიძეს დაუპირისპირდა
მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო მუსიკალური კონკურსების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ''ახალი ხმის დაწყებას'' , რომლის ირგვლივაც ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმებოდა.

წინა საზონზე დათო ფორჩიხიძე, მაია დარსმელიძე სტეფანესთან ერთად, მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, წელს კი ნინო ჩხეიძე ლელა წურწუმიათი ჩაანაცვლეს, მაია და სტეფანე კი ერთმანეთს დააშორეს და ცალ-ცალკე ცდილობენ ძლიერი
გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველივე გადაცემაში აშკარად იგრძნობოდა დათო ფორჩხიძის ლიდერობა, არჩევანის წინაშე დამდგარი მონაწილეები გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში სწორედ დათოს სასარგებლოდ იღებდნენ.

როდესაც რეალური ანდერგრაუდის წარმომადგენელი, ქანთრი მუსიკის პიონერი საქართველოში, შოთა ადამაშვილი გამოვიდა სცენაზე და ოთხივე მწვრთნელი მოაბრუნა, ჟიურის თითოეულ წევრს უნდოდა, რომ ის მის გუნდში მოხვედრილიყო, თუმცა დათო ფორჩხიძის გარდა, ყველა მწვრთნელი დარბაზთან ერთად, შოთას მაოსთან წასვლას ურჩევდა.

თავის მხრივ მაიამაც არ დააკლო მცდელობა, ხუმრობით მკვლელობითაც დაიმუქრა, მაგრამ შოთამ დათოს გუნდში არჩია ბრძოლა, რამაც დარსმელიძე იმდენად გააბრაზა, რომ ემოციები კამერების წინაც ვერ დამალა... სულ ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბილწი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ.

''იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში (გუნდში _ ავტ.) მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა მართლა დაბოღმილებმა რამხელა ამბავი ამიტეხეს. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა მოვტ***, რომ მე კი არა - ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ ''მაპატიეთ'' , რომ უმრავლესობა ჩემს მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო?? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ??? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) ''შავი პიარი'' რომ ამიგორა??

მოგიტ*** 20 წლის განმავლობაში ჩახვეული ჰიუსტონი და ვოისის ფეიჯზე (გვერდზე _ ავტ.) ჟრიამული. მოგიტ*** ურთიერთდალაიქებული პოსტები და ''დამაჯერებელ-არგუმენტირებული'' კომენტარები. და ყველაზე მთავარი, მოგიტ*** ყველა კარგი დასაწყისის წარმატებით გაბანძების ნიჭი. პროექტიდან ჩემს წასვლაზე რომ ოცნებობთ _ სიამოვნებით წავიდოდი, იმიტომ რომ თქვენნაირი ღორებისთვის ძალიან დიდი მარგალიტი ვარ... მაგრამ არსად არ წავალ, რომ უფრო მეტად მოიშალოთ ჩემი არსებობის გამო.
როგორც იქნა, ამჯერად ყველაზე ხარისხიანად შეგისრულეთ უკვე რიტორიკული ''დედა, რა უზრდელია ეს დარსმელიძე'' .

ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს.

ჭამეთ, გაამოთ, ახალი ასაგორებელი თემისთვის კვლავ სიამოვნებით ''გაგიმუზდით'' .
როგორც ჩანს, სხვის 20 წლის წინანდელ გაკეთებულში მაო დათო ფორჩხიძეს გულისხმობს, რადგან ფორჩხიძე, შეიძლება ითქვას, სწორედ ''ვოისის'' შემდეგ აღდგა ფენიქსებრ და ისევ აქტუალური გახდა ფართო წრეებში, თორემ მუსიკალურ წრეებში მისი ტალანტი ყოველთვის დაფასებული იყო. ფაქტია ისიც, რომ დათო ფორჩხიძემ ორივე ''ახალი ხმა'' მოიგო და ამით, მწვრთნელებს შორის ახალი სეზონის დაწყებისთვის წინასწარ გააღვივა დაძაბულობა.

სავარაუდოდ, მაოსა და დათო ფორჩხიძეს შორის განსაკუთრებული ''ჯახი'' გველოდება, რადგან მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის საიტისთვის''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
მუსიკა მომწონს ამ ქალის, მაგრამ ასეთი ლაპარაკი? ჯობია იღერო :-). ძააააააააააააალიან შეგეშალა.
10:42 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
აქ ერთი წერს(ყველას) რატომ აყენებთ შეურაცყოფასო, შვილები ყავსო.. დედა არისო! შვილები, რომ ყავს მე უნდა ვიფიქრო? თვითონ უნდა იცოდეს და არ მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. ჯერ ერთი რომ თანხმდება ჟიურისტობას, ხომ უნდა გაითვალისწინოს_ არის იმდენად პოპულარული, რომ კანდიდატები მას აირჩევენ? ხომ არ შეიძლება აიძულო კანდიდატი გინდა თუ არა მე ამირჩიე თუ არა დედას.... რა დონეა საქართველოში, ვაი, ვაი, ვაი...
10:34 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
აუ როგორი მდაბიო ქალია.. მდაბიო მანერებით, საქციელით.. თავშეუკავებელი ბანძუკა.. გვატენიან ტელევიზიაში ესეთ ხალხს და უკვირთ რატომ ვღიზიანდებით! თუ არ მოგწონს ხალხისგან მსგავსი დამოკიდებულლება, დაიხვეწე ქალო თავი, გორსალა რომ ხარ!
02:54 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
kargia rasac pikrob imasroca cer,magram ar unda geckinos rasac shense ceren,es gogona avadmkopia,rtul adamianebs nu dasvamt am jiurishic,dailia musikocebi
02:19 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეე
შავ პიარს პირველ რიგში თვითონ იგორებს დაა ვიღას ეჩხუბება :დ ამ თემის შემდეგ არამგონია ვინმემ მაგის "ტალანტი" მაინც რომ დააფასოს.. სხვა ყველანაირად გაინადგურა თავი :X ფუი შენს ქალობას..
01:49 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაო ჩაოს ს
დედიშენისამ ახლა სხვა კუტხისანი ნაკლებად იგინებიან! კახელი რა შუაში იყო ახლა? ეს ქალი კახელია? ტუ კი ახლავე მოვიკლავ ტავს! ეს ბანძი ქალი!
00:52 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ეს ფორჩხიძე რაღა გახდა,დანარჩენებმა ნაკლები გააკეთეს იმ დროინდელ საქართველოში.ეგინებინება და იგინება ქალს აბა წყევლა დაიწყოს?
00:13 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგმა მუსიკოსმა,დედამ,ქალმა,ცნობადმა და კულტურულმა ადამიანმა გინდაც საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ასეთი ბილწსიტყვაობა არ უნდა იკადროს.
23:54 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაო ჩაოო ))
უფრო დამარწმუნე, რომ ნინო ჩხეიძეც კი შენზე მაღლა დგას ))) რა დღეში ხარ დედაკაცო, მუსიკოსიის ინტელექტის რა მოგახსენო, მაგრამ კახელი კაცის ტერმინოლოგიით რომ გამდიდრებულია შენი ლექსიკა, აშკარად ფაქტია! ასეე ძაანაც ნუ დაგეტყობა გამწარება :*
23:40 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველას!!
რატომ ლანძღავთ ადამიანს რომელმაც საკუთარ ფეისბუქის გვერდზე რომელიც არის საკუთარი და არა საზოგადო რაც უნდოდა ის დაწერა??? რა შუაშია აქ ბავშვის ნდობა არ ნდობა და რატომ ბედავთ რომ მის დედობას ეხებით?? თქვენ "რამნიშვნელობაქვს" სახელით რომ წერთ არასდროს შეგიგინიათ?? როდის უნდა ისწავლოთ ქართველებო რომ როდესაც რამე არ მოგეწონებათ ადამიანს ბოზი არ უნდა ეძახოთ და მის დედობას მის შვილებს არ უნდა შეეხოთ.. თქვენ უკეთესები ხართ ამ ადამიანზე ესე რომ ილანძღებით? რაც უნდა ის დაწეროს საკუთარ გვერდზე.. თქვენს გვერდზე შემოვიდა და დაწერა რამე?? ნუ წაიკითხავთ რა..! ჯერ ერთი არც მე მესიამოვნა და ბოლომდე არც წამიკითხავს უბრალოდ კომენტარებზე დავიშოკე მალადეც რა მაგრები ხაართ
23:29 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS