04 ოქტომბერი, 2013
მაია დარსმელიძე დათო ფორჩხიძეს დაუპირისპირდა
მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო მუსიკალური კონკურსების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ''ახალი ხმის დაწყებას'' , რომლის ირგვლივაც ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმებოდა.

წინა საზონზე დათო ფორჩიხიძე, მაია დარსმელიძე სტეფანესთან ერთად, მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, წელს კი ნინო ჩხეიძე ლელა წურწუმიათი ჩაანაცვლეს, მაია და სტეფანე კი ერთმანეთს დააშორეს და ცალ-ცალკე ცდილობენ ძლიერი
გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველივე გადაცემაში აშკარად იგრძნობოდა დათო ფორჩხიძის ლიდერობა, არჩევანის წინაშე დამდგარი მონაწილეები გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში სწორედ დათოს სასარგებლოდ იღებდნენ.

როდესაც რეალური ანდერგრაუდის წარმომადგენელი, ქანთრი მუსიკის პიონერი საქართველოში, შოთა ადამაშვილი გამოვიდა სცენაზე და ოთხივე მწვრთნელი მოაბრუნა, ჟიურის თითოეულ წევრს უნდოდა, რომ ის მის გუნდში მოხვედრილიყო, თუმცა დათო ფორჩხიძის გარდა, ყველა მწვრთნელი დარბაზთან ერთად, შოთას მაოსთან წასვლას ურჩევდა.

თავის მხრივ მაიამაც არ დააკლო მცდელობა, ხუმრობით მკვლელობითაც დაიმუქრა, მაგრამ შოთამ დათოს გუნდში არჩია ბრძოლა, რამაც დარსმელიძე იმდენად გააბრაზა, რომ ემოციები კამერების წინაც ვერ დამალა... სულ ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბილწი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ.

''იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში (გუნდში _ ავტ.) მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა მართლა დაბოღმილებმა რამხელა ამბავი ამიტეხეს. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა მოვტ***, რომ მე კი არა - ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ ''მაპატიეთ'' , რომ უმრავლესობა ჩემს მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო?? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ??? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) ''შავი პიარი'' რომ ამიგორა??

მოგიტ*** 20 წლის განმავლობაში ჩახვეული ჰიუსტონი და ვოისის ფეიჯზე (გვერდზე _ ავტ.) ჟრიამული. მოგიტ*** ურთიერთდალაიქებული პოსტები და ''დამაჯერებელ-არგუმენტირებული'' კომენტარები. და ყველაზე მთავარი, მოგიტ*** ყველა კარგი დასაწყისის წარმატებით გაბანძების ნიჭი. პროექტიდან ჩემს წასვლაზე რომ ოცნებობთ _ სიამოვნებით წავიდოდი, იმიტომ რომ თქვენნაირი ღორებისთვის ძალიან დიდი მარგალიტი ვარ... მაგრამ არსად არ წავალ, რომ უფრო მეტად მოიშალოთ ჩემი არსებობის გამო.
როგორც იქნა, ამჯერად ყველაზე ხარისხიანად შეგისრულეთ უკვე რიტორიკული ''დედა, რა უზრდელია ეს დარსმელიძე'' .

ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს.

ჭამეთ, გაამოთ, ახალი ასაგორებელი თემისთვის კვლავ სიამოვნებით ''გაგიმუზდით'' .
როგორც ჩანს, სხვის 20 წლის წინანდელ გაკეთებულში მაო დათო ფორჩხიძეს გულისხმობს, რადგან ფორჩხიძე, შეიძლება ითქვას, სწორედ ''ვოისის'' შემდეგ აღდგა ფენიქსებრ და ისევ აქტუალური გახდა ფართო წრეებში, თორემ მუსიკალურ წრეებში მისი ტალანტი ყოველთვის დაფასებული იყო. ფაქტია ისიც, რომ დათო ფორჩხიძემ ორივე ''ახალი ხმა'' მოიგო და ამით, მწვრთნელებს შორის ახალი სეზონის დაწყებისთვის წინასწარ გააღვივა დაძაბულობა.

სავარაუდოდ, მაოსა და დათო ფორჩხიძეს შორის განსაკუთრებული ''ჯახი'' გველოდება, რადგან მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის საიტისთვის''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
მარიამი
რა არის ხალხო რა უბედურებაა,ამ ვითომ ცოლ-ქმარმა ამ გამოხტომებით შეგვაძულეს კონკურსებიც და ურთიერთობებიც ერთმანეთს შორის,რა ხდება რას გაძლევენ იმაზე მეტს ვიდრე კარგი დამოკიდებულება და ადამიანობაა.მაო გენაცვალე რა ვერ მოინელე,შეიძლება შენთვის იყო ნინი ცნობილაძე სალომეზე უკეთესი,მაგრამ ბევრისთვის არ იყო.ან ამ ბავშვებს რად აპირისპირებთ,რამ გაგაბოროტათ.პირველივე გადაცემაში გამოჩნდა რომ სამივე დათოს წინააღმდეგ არიან,რუსას და ლელას ტანდემიც კარგად იმუშავებს ამ საქმის გასაგრძელებლად.დათო გული არ დაგწყდეს შენ იყავი პირველი და ეს არის მთავარი. შენმა რომ არ გაიმარჯვოს არ არი პრობლემა.შენ რაც მტავარია ენა არ წაიბილწო პასუხის გასაცემად.მე პარადად მაოს კომენტარის შემდეგ მრცხვენია რომ ქალი ვარ.
09:21 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
საქმე რომ ასეთ სიბილწემდე მივა, იქ კონკურსს და არანაირ მუშაობას აღარ აქვს ფასი. რატომ არ იცის ზოგიერთმა თუნდაც სამართლიანი პროტესტის მისაღებ ფორმებში გამოხატვა, შემთხვევით ეს უკულტურობაზე ხომ არ მეტყველებს? ქალბატონო მაო, მე ერთ რიგით თბილისელს მირჩევნია საერთოდ არ მღეროდეთ, თუგინებაც იქვე გაქვთ მომარჯვებული. ცნობადი სახეები ახალგაზრდებს ცოტა უკეთეს მაგალითს უნდა აძლევდეთ, თუნდაც მარგალიტი იYოთ ღორების კოლტში.ბოდიში თუ ვერ გასიამოვნეთ.
23:13 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ღინტუ
მაია ხარ თუ მაო-ძედუნი,რა დღეში ხარ შე კოღოს დაავადებულო ფუჩ*რო.ენა წიწაკანაჭამი სტეფანეს ტრ**ში გქონდა შეყოფილი? რა დღეში ხარ,რა აიქაფე ეგ "კრაკადილის" პირი!? ხალხის შეურაცხყოფას თავი დაანებე,თორემ ისე მოგისვრიან სანაგვეზე,რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.როგორც მუსიკოსი,ფორჩხიძის მოჭრილი ფრჩხილის ტოლიც კი არა ხარ და ეს კარგად დაიმახსოვრე ცხოვრების ბოლომდე.
22:46 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დედა
ეს ქალი ცოდოა, ბოღმითაა სავსე. რა გვიმღერა ისეთი, რომ ყველას გვამადლის. გასაშვებია პროექტიდან. არ შეიძლება ასეთი უწმაწური და უზრდელი ქალი ჟიურიში იჯდეს და სხვებს ასწავლიდეს ჭკუას.
19:36 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გაკვირვებული
ეს რა სირი-ნოზი გვყოლია!
18:45 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველას!
მაიას კომენტარი ეხება ხალხს, რომელსაც დათო უფრო მოსწონს :) და კონკურსანტებს რომლებიც დათოს ირჩევენ :) სახელდობრ, კომენტარი ეხება დათოს პოპულარობას, იმას, რომ დათო მასზე მეტად მოთხოვნადი და მოწონებულია. ფეისბუქის მის გვერდზე დათოს უსაქმურობაც დააბრალა :)) ანუ, პროფესიონალები მივიდნენ უკვე დათოსთანაც და მაგიტო გაიმარჯვეს რა :) ყველა fake user-ი დათო ჰგონია :) ადამაშვილმაც კარგად დაუწერა, არ მღერი ქანთრის და რატო ვარ შენი "ტიპიო". ყველან "გრუზინული" ჩაწყობის სუნი სცემს. თუ უკეთესია, ეგებ მასთან წასულიყვნენ ის კარგი კონკურსანტები :) პავლიაშვილს საერთოდ არ მოუბრუნდა და მისი პედაგოგისა და დათოს ნაცნობობას აბრალებს პავლიაშვილიც რომ დათოსთანაა. კარგით, შევეშვათ, შეეშვით, ავადმყოფია ეს ქალი.ცოდვაა. საიდან იტევს ამდენ ბოღმას, მართლა გასაკვირია :)
15:55 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მელორი
ვგიჯდები მე ამ ქალზე
13:15 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ციცია
მაია ძაან მაგარი მომღერალია
13:14 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რა გამწარებულია :) ნწ ნწ ნწ . აი მესმის სასოწარკვეთა :)
13:14 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ქალს, რომელსად ჰგონია, რომ საზოგადოების წინაშე ვითომ " რაღაცის მთქმელია", ხალხს "ტრაწიან პეპლებს" ეძახის და გამზრდელს აგინებს... რა უნდა ქართულ ტელევიზიაში, ან რა უნდა საზოგადოების წინაშე, ან საერთოდ რა უნდა ისიც ვითომ ქართულ "შოუბიზნესში". უდონობის ფეიერვერკი. ვაი, საქართველოვ საცოდავო, მეცოდები!
11:56 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS