04 ოქტომბერი, 2013
მაია დარსმელიძე დათო ფორჩხიძეს დაუპირისპირდა
მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო მუსიკალური კონკურსების მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ ''ახალი ხმის დაწყებას'' , რომლის ირგვლივაც ინტერესი ჯერ კიდევ მაშინ გამძაფრდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმებოდა.

წინა საზონზე დათო ფორჩიხიძე, მაია დარსმელიძე სტეფანესთან ერთად, მერაბ სეფაშვილი და ნინო ჩხეიძე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, წელს კი ნინო ჩხეიძე ლელა წურწუმიათი ჩაანაცვლეს, მაია და სტეფანე კი ერთმანეთს დააშორეს და ცალ-ცალკე ცდილობენ ძლიერი
გუნდის ჩამოყალიბებას.

პირველივე გადაცემაში აშკარად იგრძნობოდა დათო ფორჩხიძის ლიდერობა, არჩევანის წინაშე დამდგარი მონაწილეები გადაწყვეტილებას ხშირ შემთხვევაში სწორედ დათოს სასარგებლოდ იღებდნენ.

როდესაც რეალური ანდერგრაუდის წარმომადგენელი, ქანთრი მუსიკის პიონერი საქართველოში, შოთა ადამაშვილი გამოვიდა სცენაზე და ოთხივე მწვრთნელი მოაბრუნა, ჟიურის თითოეულ წევრს უნდოდა, რომ ის მის გუნდში მოხვედრილიყო, თუმცა დათო ფორჩხიძის გარდა, ყველა მწვრთნელი დარბაზთან ერთად, შოთას მაოსთან წასვლას ურჩევდა.

თავის მხრივ მაიამაც არ დააკლო მცდელობა, ხუმრობით მკვლელობითაც დაიმუქრა, მაგრამ შოთამ დათოს გუნდში არჩია ბრძოლა, რამაც დარსმელიძე იმდენად გააბრაზა, რომ ემოციები კამერების წინაც ვერ დამალა... სულ ცოტა ხნის წინ კი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე საკმაოდ ბილწი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც შეძლებისდაგვარად უცვლელად გთავაზობთ.

''იმის გამო, რომ კონკურსანტი ჩემს თიმში (გუნდში _ ავტ.) მინდოდა, და უმრავლესობაც ამაში მეთანხმებოდა, ზოგიერთმა მართლა დაბოღმილებმა რამხელა ამბავი ამიტეხეს. ყველაზე ცუდი მწვრთნელი დამარქვეს და არამუსიკოსი. თურმე დათო ფორჩხიძეა მსხვერპლი და მე მას ვძირავ. მართლა თქვენი დედა მოვტ***, რომ მე კი არა - ხალხი რასაც წერს, ის ვერ აიტანეთ და ვერ ''მაპატიეთ'' , რომ უმრავლესობა ჩემს მხარესაა. თქვენ რა მუსიკოსობა უნდა შემიფასოთ, თქვე ტრაწიანო პეპლებო?? სხვისი 20 წლის წინ გაკეთებული დღემდე გახსოვთ და ჩემს დღევანდელ ნამუშევარს შეგნებულად არ იმჩნევთ??? ასე ვის ეშინია ჩემი, ამხელა (თავის ჭკუაში) ''შავი პიარი'' რომ ამიგორა??

მოგიტ*** 20 წლის განმავლობაში ჩახვეული ჰიუსტონი და ვოისის ფეიჯზე (გვერდზე _ ავტ.) ჟრიამული. მოგიტ*** ურთიერთდალაიქებული პოსტები და ''დამაჯერებელ-არგუმენტირებული'' კომენტარები. და ყველაზე მთავარი, მოგიტ*** ყველა კარგი დასაწყისის წარმატებით გაბანძების ნიჭი. პროექტიდან ჩემს წასვლაზე რომ ოცნებობთ _ სიამოვნებით წავიდოდი, იმიტომ რომ თქვენნაირი ღორებისთვის ძალიან დიდი მარგალიტი ვარ... მაგრამ არსად არ წავალ, რომ უფრო მეტად მოიშალოთ ჩემი არსებობის გამო.
როგორც იქნა, ამჯერად ყველაზე ხარისხიანად შეგისრულეთ უკვე რიტორიკული ''დედა, რა უზრდელია ეს დარსმელიძე'' .

ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს.

ჭამეთ, გაამოთ, ახალი ასაგორებელი თემისთვის კვლავ სიამოვნებით ''გაგიმუზდით'' .
როგორც ჩანს, სხვის 20 წლის წინანდელ გაკეთებულში მაო დათო ფორჩხიძეს გულისხმობს, რადგან ფორჩხიძე, შეიძლება ითქვას, სწორედ ''ვოისის'' შემდეგ აღდგა ფენიქსებრ და ისევ აქტუალური გახდა ფართო წრეებში, თორემ მუსიკალურ წრეებში მისი ტალანტი ყოველთვის დაფასებული იყო. ფაქტია ისიც, რომ დათო ფორჩხიძემ ორივე ''ახალი ხმა'' მოიგო და ამით, მწვრთნელებს შორის ახალი სეზონის დაწყებისთვის წინასწარ გააღვივა დაძაბულობა.

სავარაუდოდ, მაოსა და დათო ფორჩხიძეს შორის განსაკუთრებული ''ჯახი'' გველოდება, რადგან მაო არ აპირებს პოზიციების დათმობას წინა სეზონისგან განსხვავებით, სადაც მისი და სტეფანეს ნინი ცნობილაძეს დათო ფორჩხიძის სალომე ქათამაძემ მოუგო...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის საიტისთვის''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 59 /
მე
უზრდელი, უხეში, თანამდებობისათვის შეუფერებელი.... აფსუს კიააააა!
18:17 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
მაო ფორჩხიძეს პირველ ღამეს ჰიუსტონზე გაუტანია პირველი გოლი და ეს ოხერი მახსოვრობა თავისას შვება:DDDმას მერე მაგას ამგერებს ყველას:DDDD
15:47 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაოს
მაიააააა გავიგეთ თუ რა გაგიკეთებიაა და ვერ გაგიკეთებია საქმეც მაგაშია და მაგიტო არ მოსწონხარ შენ ხალხს, რო ისეც ვერ გააკეთე, ფორჩხიძემ 20 წლის წინ რომ გააკეთა და ჩახვეული ჰიუსტონიზაცია არაფერ შუაშიაა ))))
11:35 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაო ვარ თქვენი დეგრადირებული დედებო მო...
გული მერევა ტქვენაირ საზოგადოებაში რო ვცხოვრობ...
05:53 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
კარგი ხარ 'მაო'. რა კარგად უზრდელობ გოგო.
19:20 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სორი
გეთანხმები მაო მაგარი ქალი ხარ
18:15 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სახელი ს
ლაოს დაქალოჩკა 'სახელი'(ი, ჩაქრი შენა, რა ორიგინლაური ნიკი გაქ , გო) ტავისავიტ ბანზუკა და ქუჩის ქალი
17:54 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ეს არის 'მარსკვლავი ქალი' :D ? ჩამოგაფსი ტავზე აჰაა, შენივე ლექსიკიტა მაო არა მარო ხარ სუფტა
17:52 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
...
შენისთანა ქალები რო გვყავს საქართველოში ვითომ "ვარსკვლავები" იმიტოა ქართული შოუბიზნესის და ზოგადად საქართველოს საქმე კარგად ...რა შეგიქმნია...ფორჩხიძის ფეხის ფრჩხილადაც არ ღიხარ საწყალო,ქალობის და ადამიანობის არაფერი გაცხია ,მაგრამ არაუშავს ეგ უკვე დამარცხების ნიშანია და იმის რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ ჩემო კარგო "მაო"...
17:41 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სახელი
მაი ძაან მაგარი ხარ, მასე გააგრძელე ეს დავარცხნილი საუბრები და ზრდილი კდემამოსილი გოგოების თამაში არ ბეზრდებათ ქართველებს..ძალიანაც უნდათ შენსავით პირდაპირნი იყვნენ და კარგად შეაგინონ და გამოხატონ ემოცია მარა სად შეუძლიათ მაგდენი მერე რძალი ვეღარ გახდება "კაი წესიერი ოჯახის":)) მაო მასოვკა არასდროს იყავი და ამიტომ მასის აზრი არც არაფერს უნდა ნიშნავდეს შენთვის..
11:31 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS