20 სექტემბერი, 2016
"სილამაზე არ არის ძვირი" - ტოპ 5 კლინიკა თბილისში, სადაც გარეგნობის გაუმჯობესებას შეძლებთ
ქალი ვალდებულია იყოს ლამაზი დაახლოებით ისევე, როგორც მამაკაცია ვალდებული იყოს ძლიერი (ფიზიკურად და მატერიალურად). ეს მოსაზრება პრიმიტიულად ჟღერს და მისი მოსმენისთანავე, ალბათ ბევრს გაუჩნდება კამათის და ჩხუბის სურვილი, მაგრამ რამდენიც არ უნდა იჩხუბოთ, სწორედ ამაშია ჭეშმარიტების არსი.

- რა არის სილამაზე? როგორი უნდა იყოს ლამაზი ქალი?
ამ კითხვაზე პასუხი ერთია: - რა თქმა უნდა, მოვლილი!

..და რას ნიშნავს, იყო მოვლილი? - ეს არის მუდმივი გაუმჯობესება იმის, რაც გვაქვს. დიახ, გარეგნობასაც სჭირდება მუდმივი განვითარება!

იმისთვის, რომ
დევიზი: "30 წელი უკეთესია, ვიდრე 20, ხოლო 50 კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე 30" აქტუალური იყოს თქვენთვისაც, აუცილებლად უნდა იზრუნოთ პერიოდულად საკუთარ გარეგნობაზე.

ყოველი ადამიანი შეიგრძნობს უნიკალურობას, განსაკუთრებულობას და სხვებისგან განსხვავებულობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას ერთნაირი ეჭვები და შიშები გააჩნია. ყველას მსგავსი ოცნებები, იმედები და სურვილები აქვს. ყველას ერთნაირად აწუხებს - ჭარბი წონა (ან პირიქით), ნაოჭები, მოშვებული კანი, ჭარბთმიანობა, გამონაყარი და სხვა პრობლემები...

მაგრამ ყოველ ადამიანს აქვს შინაგანი "კატალიზატორი", რომელიც აიძულებს მას იბრძოლოს მიზნისთვის და თუ ამას არ გააკეთებს, აუცილებლად იგრძნობს იმედგაცრუებას და ტკივილს.

"გახდე იმაზე ლამაზი, ვიდრე ხარ" - დღეისათვის აღარ არის ფანტასტიკის სფერო. გარეგნობის გასაუმჯობესებლად ადამიანებმა უამრავი მეთოდი გამოიგონეს. მათ შორის ბევრი ძალიან ხელმისაწვდომი და მარტივი. ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება წონის კორექტირება, ნაოჭების მოშორება, კანის გადაჭიმვა, არასასურველი თმის მოშორება და სხვა მრავალი.

გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ ტოპ 5 ესთეტიკური მედიცინის კლინიკა თბილისში, სადაც ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში შეძლებთ სასურველი მომსახურეობის მიღებას - ხარისხიანად.

La Belle Medical
Rating
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული გახდომის უნიკალური მეთოდით სარგებლობა, ახლა უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, ახალი სასარგებლო უნარების გამომუშავება, გარანტირებული და ხანგრძლივი შედეგი, Lა Bელლე Bე ჭელლ პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გახლავთ. პროგრამა პაციენტის სურვილებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ცხოვრების სტილს ითვალისწინებს. აქ ინდივიდუალური მიდგომაა.
ტრენინგ-კურსებზე თავს მარტოდ არ იგრძნობთ, რადგან ჯგუფის წევრებს საერთო პრობლემა აერთიანებთ და ერთად იბრძვიან მის დასაძლევად.
Lა Bელლე Bე ჭელლ-ში თქვენ ასევე გელით: უახლესი ტექნოლოგიის მულტიფუნქციური აპარატი ისრაელიდან, დერმატოლოგია, ინექციური კოსმეტოლოგია, მასაჟი, სოლარიუმი და სპორტული დარბაზი.ყველაფერი ის რასაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს აქ არის.


ვიზუალი
Rating


განთავისუფლდე არასასურველი თმისგან - ეს ყველა ქალის ოცნებაა! დიოდის ლაზერით ეპილაცია უახლესი, ულტრათანამედროვე გერმანული ბრენდის 2015 წლის აპარატით `Mედიოსტარ Nეხტ Pრო`. პროცედურას გერმანიაში სტაჟირება გავლილი, სერტიფიცირებული, გამოცდილი და პროფესიონალი ექიმები ატარებენ. თქვენ შეგიძლიათ მთლიანი სხეულიდან არასასურველი თმის მოცილება სულ რაღაც 1 საათში. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ კოსმეტოლოგიური პროცედურებიც.

Rating
Forma

Rating
პროფესიონალური სახის წმენდა, ბრაშინგი, მიკროდერმაბრაზია, დარსონვალიზაცია, გამაახალგაზდავებელი სოიოს ნიღბები და მასაჟი - წარმოუდგენელ ფასად! სახის წმენდის პროცედურა იწყება დემაკიაჟით, ფორების დარბილება ხდება სპეციალური გელით, წმენდა ხორციელდება როგორც აპარატურული, ასევე მექანიკური ჩარევით
კოსმეტოლოგის მიერ. დერმაბრაზიის მეშვეობით ხდება კანის ზედაპირის გასწორება, სისხლმომარაგების, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულაცია, კანის საერთო ტონუსი მატულობს, ის ხდება მეტად მკვრივი, გლუვი, სწორდება ნაოჭები და გამონაყარის შემდგომი ნაწიბურები კანზე.
უკვე ერთი პროცედურის შემდეგ თქვენი კანის ფერის გაუმჯობესება გარშემომყოფებისათვის ხდება შესამჩნევი.
ფორმაში ქალისთვის ძალიან საინტერესო და გასალამაზებელ პროცედურებს ნახავთ
lotus-garden

Rating

პროცედურა, რომელიც ყველა ტიპის კანს სჭირდება. პროცედურების კომპლექსი სახის კანისთვის მოიცავს:
ქიმიურ პილინგს, უნემსო მეზოთერაპიას, დარსონვალიზაციას, სახის ოქროს ნიღაბს. პროცედურის შემდეგ ხდება წვრილი ნაოჭების გასწორება,
პიგმენტური ლაქების გაუფერულება,კანის გამკვრივება და გაელასტიურება, სახის ოვალის აღდგენა.

კლინიკა - Chachava

Rating
აქ პლაზმოლიფტინგი - კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურა გელით. პლაზმოლიფტინგი - ეს არის კანის გაახალგაზრდავების უახლესი პროცედურა. ითვალისწინებს სახის კანში, პაციენტის სისხლისგან მიღებული თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას, რის დროსაც წარმოიქმნება კოლაგენი და ელასტინი. პლაზმოლიფტინგი ითვლება კანის დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ საშუალებად, ასევე თმის ცვენის შესაჩერებელ საშუალებად. პროცედურა კეთდება პრობლემურ ზონებზე (სახის ზონა, დეკოლტეს არე ან თავის თმოვანი საფარველი ).

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თამო
გამალამაზეთ რომელიმ კლინიკამ უფასოდ, თან რეკლამასაც გააკეთებთ :)))))))))
10:47 / 21-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS