19 სექტემბერი, 2016
"ლოგინიდან ვერ ვდგებოდი... ყველაფერზე მეტირებოდა" - ნანუკა ჟორჟოლიანი ერეკლე კოდუასთან დაშორებასა და ყოფილი ქმრის ახალ რჩეულზე
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქმეში თავით გადაეშვა - გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი. 37 წლის ასაკში თავისუფალი ქალის სტატუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების რთული ეტაპი. ტაბუდადებულ თემაზე - ერეკლე კოდუასთან დაშორებაზე ტელეწამყვანმა ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გა
მეხმაურებინა. მარტიდან აგვისტომდე მე და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა. ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება. მე მის თხოვნას მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი, როცა ეს ამბავი ხალხმა გაიგო, უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებელი ვიყავი. არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.

მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო.

უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
დედა
გახსოვს ნანული, როგორ დაუნგრიე ოჯახი 4 შვილიან წყვილს, იქნებ ამ 4 ბავშვის დედაც ვერ დგებოდა საწოლიდან მიღებული შოკის შედეგად, იქნებ მასაც ყველაფერზე ეტირებოდა. ჰოდა მიიღე ის რაც გეკუთვნოდა.
07:41 / 29-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ნანუკა მაგ ბარბის ყოველტვის დაჩრდილავ. შენ სხვა რამ გაქვს გარეგნობასჰი. სხვა მარილი
23:40 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ეგ კაცი ქამრის ქვემოდან აზროვნებს.ეგეთ წუწკ კაცებს ვერ ვიტან. მათ რეალურად არავინ უყვართ.
23:38 / 26-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა
ნანუკა მეტი პრობლემა არ გაქვს ?!
16:49 / 25-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ხატია
გთხოვ ნუ განსჯით,არავინ არიცის რა და როგორ მოხდება მის ცხოვრებაში.უბრალოდ სტკივა ადამიანს და გავუგოთ!
12:39 / 25-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს ქალი ყველგან პიარს იკეთებს.ისე მაგარი ასინეთაც იქნება, წარმომიდგენია მეზობლების და ტელევიზიის კაბინეტების კართან აყუდებული ყურს რომ უგდებს,ვინ რას ლაპარაკობს მასზე.თუ კიდევ განსჯა არ გინდათ ხალხისგან თქვენ ტურტლიან ნიფხვებს ნუ ამზეურებთ
08:51 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნელი
გახსოვს ნანული, როგორ დაუნგრიე ოჯახი 4 შვილიან წყვილს, იქნებ ამ 4 ბავშვის დედაც ვერ დგებოდა საწოლიდან მიღებული შოკის შედეგად, იქნებ მასაც ყველაფერზე ეტირებოდა. ჰოდა მიიღე ის რაც გეკუთვნოდა.
20:31 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა1
ყოჩაღ ნანუკა,ცხოვრება კოდუას გარეშეც გრძელდება,ახალი ცხოვრების დაწყება არ გაწყენს
20:23 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS