"როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი. თავიდან არ გავახმაურე - ჯერ ერთი, პრობლემის მოგვარების და დალაგების იმედი მქონდა, მეორეც, თავად მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გა
მე უკვე გადატანილი მქონდა ყველაფერი - ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი, გიჟივით მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი. ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი. ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო.
უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ ჩამიბარებია. ისე ვიბრძოლე, ბევრი რომ ვერ შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი... 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება. იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა. იხილეთ სრულად