17 სექტემბერი, 2016
ბელა ალანია შალვა რამიშვილს პასუხობს - „ასეთი არამზადა რა დედამ გაზარდა, ამდენი ტყუილი ვინ ასწავლა“...
რამდენიმე სათისწინ შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რა შეემთხვა, ბაზალეთში შალვა ნათელაშვილის სახლში სტუმობისას. 
„შალვა რამიშვილი- ჩვენი დროის ალისტრახო. მისი თქმით, ბელა ალანიამ შალვა რამიშვილს სახეში მუშტის ჩარტყმის გამო უჩივლა.

შალვა რამიშვილს ბელა ალანიამ ფეისბუქზე უპასუხა.

შალვა, შემდეგისთვის რომ იცოდე და გაითვალისწინო ზრდილობის ნორმები, გეტყვი, რომ როცა ვინმესთან სტუმრობას აპირებ, ჯერ უნდა დაურეკო,, შეუთანხმდე და მერე მიხვიდე შესახვედრად.

არასოდეს ქურდულად არავის მიეპარო. უხერხულია, ჭიშკრის გატეხვა, პირად საკუთრებაში შეჭრა და ქურდივით სხვის ეზო-კარში ბოდიალი.

მით
უმეტეს, როცა სახლში მასპინძელი არაა და არც არავის უხარია შენი- შალვა რამიშვილის, ძალადობასა და შანტაჟში მხილებული ადამიანის მიღება.

შალვა, უნდა განგიმარტოთ, როდესაც აკრედიტაციის გარეშე, ბეჯის გარეშე, ამოსაცნობი ლოგოს გარეშე კამერებით იჭრები სხვის საკუთრებაში, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. დამიჯერე, მე იურისტი ვარ.

ხო მართლა, ყავა როცა მოგართვეს ჩემმა მეგობრებმა, ცუდია, რომ ხელი გვიკარი, სასწრაფოდ გაიქეცი. გეტყობოდა, დაკვეთა ვერ შეასრულე, გამწარებული გარბოდი. საწადელს ვერ მიაღწიე და მწყობრიდან ვერ გამოიყვანე ვერავინ, ანუ თავი ვერ აცემინე, როგორც ჩაფიქრებული გქონდა შენი 'შოუსთვის'. გულით მეცოდები ჩვენო "ალისტრახო".

უხერხულია, შალვა ნათელაშვილს ვერ შესწვდი და მის ოჯახზე გაილაშქრე?

ამ სურათებში ჩანს ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მობრძანებული 'სტუმარი", ბაზალეთებმა შემოგითვალეს, ნეტავ, რამიშვილის დედა გვანახა, ასეთი არამზადა რა დედამ გაზარდა, ამდენი ტყუილი ვინ ასწავლა, სოფლელებს გვაბრალებს ცელებითა და ფიწლებით დახვედრასო. სხვათა შორის სოფლის მოსახლეობამ გამოიძახა პოლიცია. შეგიძლიათ გამოძახება გადაამოწმოთ“. წერს ბელა და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც შალვა რამიშვილის ბაზალეთში სტუმრობის მომენტებია ასახული.

RatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
უტუტუ
სულ გამოქლიავდით ერი ხო? ვერ ვიჯერებ რომ რამიშვილს კიდე ვინმე ამართლებს. სულ გამოქლიავდით ხო? ერთუჯრედიანებო :)
14:43 / 01-10-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კარგი რამიშვილი ვინაა ყველამ ვიცით,მაგრამ აი მეორე შალიკოს ტყუილებს არაფრად აგდებთ ქალბატონო ბელა თუ თქვენი ქმარია და პატიობთ ტყუილს,ამდენი წელია ქაქანებს,ყრანტალებს და ამაში ფულებს იღებს,ეს უფრო ამორალურია ჩემი აზრით,ჭორიკანა ქალივით გადნოაგდებს ენას და რაც პირზე მოადგება ქოთქოთებს,თავი მოგვაბეზრეთ ბატონო შალვა.
11:15 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
...
ნათელაშვილს ცოდვებმა უწიეს
22:59 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ალექს
ეს კეკელკა ქალი ,არ გამიკვირდება თუ ეს სიმართლეა რასაც შალვა ამბობს,იმიტომ რომ ნათელაშვილის ცოლი რა იქნება.კი მოაქვს თავი მამააბრამის ბატკანივით მაგრამ მთლად ასე არარის საქმე,
22:30 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თვითმხილველი
ამ ამბავს მეც შევესწარი. ასე რომ შეგიძლიათ მენდოთ. ყველას, ვინც პროვოკატორ შალვა რამიშვილის საქციელს ამართლებს, გთხოვთ კომენტართან ერთად მიუთითოთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მისამართი.შალვა არ დაგზარდებათ, თავის ორ ოპერატორთან ერთად მოვა, შემოიჭრება თქვენს საკუთრებაში როცა სახლში არავინ იქნება, ჩუმად, როგორც ზემოაღნიშნულ სურათშია - დაბლადაწეული კამერით, გადაიღებს თქვენს საძინებელს, აბაზანას და ა.შ. შეგიძლიათ, თუ მოუსწრებთ, იპოზიოროთ კიდეც და თავის არქივს შემატებს კადრებს, რომელსაც როცა დასჭირდება, სარფიანად გაყიდის. იგი დღეს ამით ცხოვრობს, მაგრამ საზოგადოება, რომელიც ამას ამართლებს, სხვაგვარი ჟურნალისტის ღირსი არც არის. ამიტომ ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. აბა გამოფინეთ თქვენი ბინძური თეთრეული, - ყოფილი ჟურნალისტი - შალვა მოდის.
21:49 / 18-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS