16 სექტემბერი, 2016
5 ნაბიჯი ბედნიერებამდე - სად ვეძებოთ სილამაზე
საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ცვლილებები ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა! ამ ბოლო დროს ხშირად ვიხსენებ, როგორი ვიყავი ადრე - სიცოცხლის მოყვარული გოგო, რომელსაც ეგონა, დედამიწა მის გარშემო ბრუნავდა. ახლა, თავისუფლების მოწყურებულს, პარალელურ რეჟიმში უამრავი საქმის კეთება რომ გიწევს, ზოგჯერ ისე დაგაღამდება თავზე, რომ თმის დავარცხნასაც ვერ ასწრებ.


ორიენტირებული მხოლოდ ერთ რამეზე ხარ: ოჯახი, ბავშვები, სახლის საქმე... შენი ამბიციები და ოცნებები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლებს და ყოველდღიურ რუტინასაც ეჩვევი. ერთადერთი შეგრძნება, რომელიც გიპყრობს - სინანულია.

საკუთარი თავის
რეალიზაცია - ეს არის ის, რაც ადამიანს ჰაერივით სჭირდება. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაზე და ყველაფერზე ვფიქრობ, საკუთარი თავის გარდა.


რამდენიმე თვის წინ გავაცნობიერე, რომ საშიშ ზღვარს მივუახლოვდი და დეპრესიამაც შემომიტია. საკუთარ თავი მე თვითონვე აღარ მომწონდა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა და მეც, რობოტივით დღის გეგმას მექანიკურად ვასრულებდი...

არ ვიცი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი ცხოვრება, ბავშვობის მეგობარი რომ არ შემხვედროდა ქუჩაში. ერთმანეთი 20 წელი არ გვყავდა ნანახი. ის - მოვლილი, ლამაზად ჩაცმული და მე - სპორტულ შარვალში ჩაცმული, უმაკიაჟოდ, მოკლედ ორი უკიდურესობა შევხვდით ერთმანეთს. მასთან შეხვედრამ ჩემში დიდი გარღვევა მოახდინა. მივხვდი, რომ ახლა ისე მჭირდებოდა ცვლილებები, როგორც არასდროს!


სამსახურს ასე უცბად ვერ ვიშოვიდი, მაგრამ გარეგნობის შეცვლა თავისუფლად შემეძლო. ამისთვის კი ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი.
იმიჯი რადიკალურად შევიცვალე და მასთან ერთად, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მე თავდაჯერებული გავხდი, შემეცვალა განწყობა და ხასიათი... ამიტომ, გადავწყვიტე უფრო ვრცლად გიამბოთ იმ ხუთი ბეაუტყ პროცედურის შესახებ, რომელიც ჩავიტარე და გირჩიოთ საუკეთესო ადგილები, სადაც პროფესიონალები მოგემსახურებიან.


GIGI ესთეტიკის ცენტრი

Rating
ცვლილება სახის წმენდით დავიწყე. აღარც კი მახსოვს, როდის ვიყავი ბოლოს კოსმეტოლოგთან. პროცედურა 2 სთ გაგრძელდა, მაგრამ შედეგი ამად ღირდა! ვიგრძენი როგორ დაიწყო სახის კანმა სუნთქვა. ეს პროცედურა ყველა ქალბატონმა უნდა ჩაიტაროს, GIGI-ს პროფესიონალური კოსმეტიკაც ჩემი კანის ტიპის მიხედვით შემირჩიეს ეს არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ისრაელიდან. მოკლედ, ბედნიერი და მოწესრიგებული გამოვედი.

Rating

NEO-NEO - ახალი თაობის დიოდური ეპილაცია

Rating

მეორე ნაბიჯი არასასურველი თმისგან განთავისუფლება გახლდათ. პროცედურა უმტკივნეულო და უსაფრთხო იყო. ყველაზე კარგი ინფორმაცია, რაც მივიღე ლაზეროთერაპევტისგან ის იყო, რომ ამ აპარატს ლაზერის სხივიც ჰქონია, მეორე პროცედურას ლაზერით გავიკეთებ ნეო ნეოში და ზუსტად ვიცი, რომ 7 პროცედურაში განვიკურნები ჭარბთმიანობისგან.

Rating

ELIZ ESTHETICS - ლამაზი ღიმილი

Rating

ლამაზი ღიმილი ბედნიერების საწინდარია. დიდი ხანია, სტომატოლოგთან წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ დრო ვერა და ვერ გამოვნახე...
პროცედურამ უმტკივნეულოდ ჩაიარა და ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც შევიტყვე, რომ აქ სტომატოლოგიური მომსახურეობის გარდა ესთეტიკური პროცედურებიც ყოფილა შესაძლებელი. პროცედურიდან რომ გამოვედი, ჩემი მეგობარი შემხვდა, რომელიც თურმე აქ იკეთებს ეპილაციას 2016 წლის I SOPRANO ICE-ით და ძალიან კმაყოფილი იყო.

Rating

Calla - ლამაზი რუჯი

Rating

ვფიქრობდი რა მაკლდა იმისთვის, რომ ჩემი თავი კიდევ უფრო მომწონებოდა და მივხდი, ეს შოკოლადისფერი რუჯი და ფჩხილების მოწესრიგება იყო. ჩალლა-ს ახალი სოლარიუმის აპარატის დამსახურებით, 1 კვირაში "შოკოლადის გოგო" გავხდი. ფჩხილებზეც ულამაზესი 3 კვირიანი შილაქი გამიკეთეს. მოვლილი ფჩხილები დიდი კომფორტია.

Rating

LN COSMETOLOGY - პერმანენტული მაკიაჟი

Rating

საბოლოო ნაბიჯი ჩემი სრულყოფილებისთვის ტუჩის, თვალის და წარბის პერმანენტული მაკიაჟი იყო. გამიგია პერმანენტული მაკიაჟი ისე ცვლის ადამიანს, შეიძლება საკუთარი თავი ვერც კი იცნოთ. მას 2-3 წლის მანძილზე შეინარჩუნებთ. ახლა აღარ დამჭირდება მაკიაჟის ყოველდღე კეთება, ვიცი ახალგაღვიძებულიც კი ძალიან ლამაზი ვიქნები. მომავალში LN COSMETOLOGY-ში ტუჩი მოცულობის შესაცვლელადაც მოვალ.

Rating
როგორც გაფუჭებულ ნივთებს სჭირდება გარემონტება და მოვლა, ისე სჭირდება ზრუნვა ჩვენს გარეგნობასაც. როდესაც დარწმუნდები, რომ კარგად გამოიყურები, აუცილებლად დაინახავ, როგორ შეიცვლება შენს გარეშემო ყველაფერი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლიკა
და რა დაჯდა ეგ ყველაფერი ეგეც დაამატე :)
13:54 / 16-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS