15 სექტემბერი, 2016
სად და როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე? ტოპ-5 გასართობი ცენტრი თბილისში
ჩემი დაბადების დღეები კარგად მახსოვს, ორდღიანი იყო ხოლმე... პირველ დღეს კლასელები და მეგობრები მოდიოდნენ, მეორე დღეს - ნათესავები. მაგიდის გაშლას დილიდან ვიწყებდით. ჩვენი სკამები არასდროს გვყოფნიდა, ამიტომ მეზობლებისგანაც ვთხოულობდით...

საჩუქრები საძინებელ ოთახში შემქონდა და კომოდზე ვდებდი. მერე, როდესაც ყველა სახლებში წავიდოდა, პარკებს საწოლზე ვყრიდი და ვათვალიერებდი, რა მაჩუქეს... ეს რაღაც რიტუალივით იყო.
მერე დიდხანს ვალაგებდი სახლს, რომელიც ნაომარ ადგილს ემსგავსებოდა და რაღაცნაირად გული მწყდებოდა, რომ იუბილარი აღარ ვიყავი...


დრო ყველაფერს ცვლის... ადამიანები ცვლიან ყველაფერს... "სახლის
დაბადების დღეები" აღარავის ახსოვს, რადგან ცხოვრება სწრაფი ტემპით მიდის და ჩვენც ყველაფერს ვიმარტივებთ და ვიადვილებთ... ახლა აღარავინ გარეცხავს საკუთარ დაბადების დღეზე 30 კაცის ჭურჭელს, რადგან შეუძლია რომელიმე კაფეში, რესტორანში ან დაბადების დღის ცენტრში წავიდეს და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, კარგად ისიამოვნოს - მეგობრებთან ერთად. არჩევანი კი ძალიან მრავალფეროვანია.

ალბათ, ყველა მშობელს სურს, იპოვოს საუკეთესო გასართობი ცენტრი თავისი ბავშვისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, ხელმისაწვდომ ფასებსაც შესთავაზებს. - ფასდაკლებები კიდევ ცალკე თემაა და ამისთვის ძალიან კარგი გზაც არსებობს, ეს სპეციალური ფასდაკლებების საიტებია, სადაც ძალიან მომგებიან ვარიანტს აირჩევთ. ფასდაკლების ვაუჩერი მინიმუმ 100 ან მეტ ლარს დაგიზოგავთ და სასურველი დაწესებულების მოძებნას საიტზევე შეძლებთ.

გადავწყვიტე, მიმოვიხილო ტოპ-5 საბავშვო სადღესასწაულო ცენტრი, რომელიც თბილისში ძალიან დიდი პოპულარობით და მოთხოვნით სარგებლობს.

MaxxiLand / მაქსილენდი

Rating

მიკი & მინი მაუსი, ფიფქია, კონკია, რაპუნცელი, ავრორა, არიელი, ბეტმენი, სპაიდერმენი, ჯეკ ბეღურა, ჯამბაზები, კაპიტანი ამერიკა, რკინის კაცი თქვენს შვილებს ძალიან კარგად გაართობენ. ბავშვები ლაბირინთში იძრომიალებენ, ფოტოებს გადაიღებენ, ბატუტზე იხტუნებენ და ლაზერებით გაერთობიან, ხოლო მშობლები საჩუქრად 30 წთ ბოულინგის ვაუჩერს მიიღებენ.
Image result

ნიუ ქლაბი/New club


Rating

ბავშვებისთვის საყვარელი  Xbox, გამოიცანი მელოდია, დისკოთეკა,DJ და ბონუსად ბატუტი და 2 პიცა მშობლებისთვის. ამას გარდა, კიდევ უამრავი გასართობი... ნამდვილად კმაყოფილნი დარჩებით.

Rating

მინიონები

Rating

ამ ყვითელ არსებებზე ყველა ბავშვი გიჟდება. აქ გელით სასრიალო, სცენური ბოლი, საპნის ბუშტების წვიმა, ინტელექტუალური თამაშები, დაუვიწყარი გართობა - ვფიქრობ, წამოსვლა აღარავის მოუნდება. მათ შორის, არც მშობლებს, რადგან მათთვისაც არის გასართობი - Dისცო მშობლებისთვის.


ლოსთი/Lost

Rating
ჩემს ბავშვობაში ასეთ რამეზე ვერც ვიოცნებებდი... სპორტულ-სათავგადასავლო თამაში LOST GAMING ZONE - ბავშვები თავს იგრძნობენ ფორტ ბოიარდის გმირებად, გაივლიან დაბრკოლებებს გასაღების მოსაპოვებლად. გაიმარჯვებს გუნდი, რომელიც მეტ გასაღებს მოძებნის, რითაც გაიხსნებაLost-ის საგანძური და გარკვეულ დროში შეძლებენ ჩამოყრილი ოქროს მონეტების დაუფლებას; მონეტების წონის შესაბამისად დაგროვილი ქულებით იუბილარს გადასცემენ პრიზს.

Rating
ჰეფი ქლაბი/Happy club

Rating

სადღესასწაულო ცენტრ HAPPY ჩLUB-ში თქვენ გელოდებათ არაჩვეულებრივი გარემო.ბავშვებისთვის საყვარელი პროგრამები, გოგონებისთვის გამორჩეული ცერემონიალი, წითელ ხალიჩაზე პოდიუმი. გამორჩეულად, მნიშვნელოვნად გამოყოფილი ტორტის ცერემონიალი და ბოლოს ვარსკვლავის გახსნა, ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი მომენტი იუბილარისთვის. ეს ყველაფერი იმდენად ემოციურია ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში გაყვებათ ბავშვებს.


Rating
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრი სარგებლობს პრივილეგიით, ცენტრს აქვს დიდი უზარბაზი დარბაზი, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ 70-80 ბავშვსაც კი.

მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ ცენტრში არსებული ბილიარდის მაგიდით (უფასოდ)
ერთი სიტყვით, ყველა მშობელს შეუძლია, თავისი შვილების ბედნიერება სახლიდან გაუსვლელად დაგეგმოს
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS