როგორც სერიალის თრეილერიდან ირკვევა, ნინო კასრაძის გმირი მერაბ ნინიძის გმირს შეხვდება, ორივე მარტო ისვენებს და სავარაუდოდ მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყება.
სოციალურ ქსელში სერიალში მერაბ ნინიძის გამოჩენას დიდი ინტერესით შეხვდნენ.
''ამ სერიალის მაყურებელი რომ არ ვყოფილიყავი, მერაბის გამო დავიწყებდი ყურებას''.
''როგორ მიყვარხართ და როგორ გელოდებით''
''როგორ დაკერეთ''?
''რა დროს ''ჩემი ცოლის დაქალებია'' დღეს ''ხელოვნური სუნთქვა'' იწყება''
''ორივე სერიალს თავისი ადგილი
''ნინიძეეე, ეს უკვე საინტერესოააა''
'' გასული სეზონი ჩავარდა..... იმედია მე-10 სეზონი გადაფარავს''
''ჩენტო ვეტრინეს გაასწარით, მგონი''
მერაბ ნინიძის დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში "მონანიება", რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა.
საქართველოში მან 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
2001 წელს ითამაშა კაროლინა ლინკის ფილმში "არსად აფრიკაში", რომელმაც მოიპოვა ოსკარის პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
აქვს ნათამაშები სტივენ სპილბერგის ფილმში "ჯაშუშების ხიდი".

