13 სექტემბერი, 2016
ვის ურეკავს სოფო ნიჟარაძე გაღვიძებისთანავე - ''დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდე? შენი შეყვარებული ვარო?''
13 სექტემბერს მომღერალ სოფო ნიჟარაძის დედა  იუბილარია. სოფო დედას დაბადების დღეს სოციალური ქსელის საშუალებითაც ულოცავს. 

''დედი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემთვის სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი, მუდამ გვერდით მდგომი, ყველაფერში და ყოველთის ჩემი მხარდამჭერი, ჩემი სიყვარული, გული, სული.

ვიღვიძებ, პირველი გირეკავ, დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდე? შენი შეყვარებული ვარო?

სადღაც მიდიხარ და ვნერვიულობ, ასჯერ გირეკავ, მაგაზეც დამცინი, შენ ხარ ჩემი შვილი თუ მე შენიო?

ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ, მუდამ
გვერდით მყავდე და გიხაროდეს ჩემი, იკას, გიგულის, იოს ყოველი წამი, იზიარებდე ჩვენთან ერთად და სულ ღიმილი, რომელიც ძალიან გიხდება, გქონდეს სახეზე!

მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი, გახარებული! გილოცავ დაბადების დღეს'' 

Happy birthday mom, may all your dreams come true! Love you more, than words can say
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS