13 სექტემბერი, 2016
რატომ არ მოსწონს ნინო კუზანოვას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტი - ''როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში''?
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტით ბევრი აღფრთოვანდა.

თუმცა ზოგს არ მოეწონა, მათ შორისაა ნინო კუზანოვაც, რომელმაც ფეისბუქზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.

ნინოს აზრით ფულის ჩადება აუცილებელია განათლების სისტემაში და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაში.  

''ბოროტი უნდა იყო, რომ არ მოგეწონოს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტი, მაგრამ საჭიროა კი ასეთი მეგაპროექტები ქვეყნისათვის, სადაც ამდენი პრობლემაა?

ამ თანხით არ ჯობს, არსებული, ისედაც უამრავი სასწავლო დაწესებულება დავხვეწოთ, ავამაღლოთ პედაგოგთა კვალიფიკაცია, გავზარდოთ განათლების დაფინანსება, მეტი ყურადღება დაეთმოს პროფესიულ განათლებას!

თან მაინტერესებს,
სად დასაქმდება ყოველწლიურად 60 000 კურსდამთავრებული?

როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში''?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქეთა
ახლა სად საქმდებიან? დედაქალაქი განიტვირთება.. მე მომწონს :)
12:20 / 15-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ვგიჟდები ნინო შენზე,ისე მომწონხარ.
09:43 / 15-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გეთნხმები ნინო
13:24 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
რა ჭკვიანი პრაქტიკული შენიშვნააა,ამ ლამაზ ქალბატონს სიბრძნეც უხვად ააქვს,,გაიხარეთ ქ,ნინო!
13:16 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS