თუმცა ზოგს არ მოეწონა, მათ შორისაა ნინო კუზანოვაც, რომელმაც ფეისბუქზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა.
ნინოს აზრით ფულის ჩადება აუცილებელია განათლების სისტემაში და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაში.
''ბოროტი უნდა იყო, რომ არ მოგეწონოს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტი, მაგრამ საჭიროა კი ასეთი მეგაპროექტები ქვეყნისათვის, სადაც ამდენი პრობლემაა?
ამ თანხით არ ჯობს, არსებული, ისედაც უამრავი სასწავლო დაწესებულება დავხვეწოთ, ავამაღლოთ პედაგოგთა კვალიფიკაცია, გავზარდოთ განათლების დაფინანსება, მეტი ყურადღება დაეთმოს პროფესიულ განათლებას!
თან მაინტერესებს,
როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში''?