"მოსკოვში, მე 12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო... ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა, კორპუსში მივიდა
ჯერჯერობით გაურკვეველია რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, რუსმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღძრეს, თუმცა ახლობლებს არ სჯერათ, რომ ანი თავს მოიკლავდა. გოგონა მოსკოვში, მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა.
გოჩა აბულაძე, საოპერო მომღერალი:
- მიჭირს მომხდარის დაჯერება, ანი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, სიცოცხლით სავსე, უსაყვარლესი გოგო. ძალიან ნიჭიერი და ამავდროულად, მიზანსწრაფული. ბავშვობიდან ვიცნობდი, სულ სახე უღიმოდა... ძმა გარდაცვალების შემდეგ დადარდიანდა, მაგრამ ცდილობდა ტკივილი არავისთვის მოეხვია თავზე...
- ძმა რა ვითარებაში დაეღუპა?
- 5 წლის წინ, ექსკურსიაზე იყვნენ წასული და უცებ გული გაუსკდა. დათო 14 წლის იყო. არავინ იცის, რა მოუვიდა...
ანი ბოლოს 2 წლის წინ ვნახე, ისევ ისეთივე პოზიტიური და ხითხითა იყო. მითხრა, მოსკოვში მივდივარ სასწავლებლადო. მახსოვს, ბევრი ვიცინეთ, ჩვენს საერთო მეგობარ ელენე ჭავჭანიძესთან ერთად, ელენე მისი ყველაზე ახლო მეგობარი იყო... ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ხშირად ვწერდით ერთმანეთს... არ ვიცი, რა ვთქვა, საშინლად მტკივა გული. გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანი დავკარგეთ, რომელსაც უდავოდ, დიდი და ნათელი მომავალი ჰქონდა.
- სად სწავლობდა?
- გნესინიხის სახელობის მუსიკალურ აკადემიაში და ძალიან წარმატებული იყო. იხილეთ სრულად