03 ოქტომბერი, 2013
ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი ''ნიჭიერის'' სცენაზე გამოვიდა
გელა ბაბუა ფილარმონიაში მაინც გამოჰყვა და კულისებიდან ემოციურად გულშემატკივრობდა შვილიშვილს ორი დღის წინ დაგპირდით, რომ ექსკლუზიურად ''ნიჭიერის'' კიდევ ერთ საინტერესო მონაწილეს გაგაცნობდით. სიმართლე, რომ გითხრათ, ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესაც ფილარმონიის სცენაზე გამოსული ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი ნანა დავინახე.

ნანა რამდენიმე წლის განმავლობაში ბებია-ბაბუასთან ერთად ლონდონში იზრდებოდა და სწავლობდა. მას შემდეგ, რაც გელა ჩარკვიანი დიპლომატიურ საქმიანობას გამოეთხოვა და სამშობლოში დაბრუნდა, ნანაც საქართველოში ჩამოვიდა.

ირაკლის გოგონას განსაკუთრებულად უყვარს ბაბუა და მათი დუეტიც ტელევიზიით არაერთხელ გვინახავს. ბატონი გელა ნანას
ფილარმონიაში საგულშემატკივროდ მოჰყვა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნების ოჯახში გაზრდილი და ყურადღებას მიჩვეული პატარა ნიჭიერი ნერვიულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისგან ყველა სიმღერას ელოდა, ფილარმონიის სცენაზე მუსიკოსების ქალიშვილმა ჟიური შთამბეჭდავი ცეკვით გააოცა. გადავიდა თუ არა, შემდეგ ტურში ნანა ჩარკვიანი, ამას უკვე შოუს დაწყებისას იხილავთ, თუმცა ფაქტია, რომ მაყურებელს წინ დიდი სიურპრიზი ელის.

Rating

როგორც გავარკვიე, ნანა ყოველთვის უყურებდა ''ნიჭიერს'' და წელს ისე გადაწყვიტა შოუში მონაწილეობა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არ უთქვამს. თუმცა მისი ყველაზე დიდი მეგობარი გელა ბაბუა ფილარმონიაში მაინც გამოჰყვა და კულისებიდან ემოციურად გულშემატკივრობდა შვილიშვილს.

ირაკლი ჩარკვიანს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, მაქსიმე ჩარკვიანი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს.

ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ნუკი
ამის ვიდეო დადეთ რაა
14:42 / 30-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დად-ს ს
ბუდისტი იყო ირაკლი და ქეთათოც,ნუ ეხლა არ ვიცი ქეთათომ შეიცვალა თუ არა რელიგია,მაგრან სანა ირაკლი ცოცხალი იყო ორივენი ბუდას ეთაყვენებოდნენ და ეს არც დაუმალავთ
01:09 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
წარმატებები პატარა ნიჭიერს
19:20 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
კარგი პატარაა... წარმატებები!!!!
12:45 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
წარმატებებს და სიხარულს გისურვებტ ბაბუა-შვილიშვილს. გაიხარეტ და გამრავლდით
11:54 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დად-ს
რატომ ?ვინმე ჰყავს ბუდიტსი?
11:48 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ცარმატებებს გისურვებ პატარა,ირაკლის შვილი სხვანაირი ვერ იქნებოდა,
09:39 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ბ-ნი გელას ოჯახში აღზრდილი არც შეიძლება სხვანაირი იყოს.წარმატებებს და სიხარულს გისურვებტ ბაბუა-შვილიშვილს.
04:27 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დტჰრჰ
უეჭველი გადავიდოდა...
01:34 / 04-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დად
იმედია ბუდისტი არ გაიზრდება....და რელიგიას არ შეიცვლის...
20:52 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS