ნანა რამდენიმე წლის განმავლობაში ბებია-ბაბუასთან ერთად ლონდონში იზრდებოდა და სწავლობდა. მას შემდეგ, რაც გელა ჩარკვიანი დიპლომატიურ საქმიანობას გამოეთხოვა და სამშობლოში დაბრუნდა, ნანაც საქართველოში ჩამოვიდა.
ირაკლის გოგონას განსაკუთრებულად უყვარს ბაბუა და მათი დუეტიც ტელევიზიით არაერთხელ გვინახავს. ბატონი გელა ნანას
მიუხედავად იმისა, რომ მისგან ყველა სიმღერას ელოდა, ფილარმონიის სცენაზე მუსიკოსების ქალიშვილმა ჟიური შთამბეჭდავი ცეკვით გააოცა. გადავიდა თუ არა, შემდეგ ტურში ნანა ჩარკვიანი, ამას უკვე შოუს დაწყებისას იხილავთ, თუმცა ფაქტია, რომ მაყურებელს წინ დიდი სიურპრიზი ელის.

როგორც გავარკვიე, ნანა ყოველთვის უყურებდა ''ნიჭიერს'' და წელს ისე გადაწყვიტა შოუში მონაწილეობა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არ უთქვამს. თუმცა მისი ყველაზე დიდი მეგობარი გელა ბაბუა ფილარმონიაში მაინც გამოჰყვა და კულისებიდან ემოციურად გულშემატკივრობდა შვილიშვილს.
ირაკლი ჩარკვიანს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, მაქსიმე ჩარკვიანი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს.
ნინო გიგიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















