ამ საზარელმა ინფორმაციამ უამრავი ადამიანი ააღელვა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი სავენტილაციო მილში, ვის ახლდა პატარა და რატომ ვერ მოხერხდა მისი უფრო ადრე პოვნა. ამ და სხვა გარემოებების შესახებ mshoblebi.ge ოჯახის ახლობელს ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვი მამიდის ქორწილში იმყოფებოდა. თან ახლდა
"სავენტილაციო მილს ზევიდან დიდი მაგიდა ედგა, გვერდები ჩუქურთმებივით ჰქონდა. როგორც ჩანს, ბავშვი მაგიდის ქვეშ შეძვრა და ამ მილში ჩავარდა. ეს სივრცე 2 სართულზე მეტი სიმაღლის იყო. ბავშვი სახით დაეცა. ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის ფუძის ძვლის მოტეხილობაც ჰქონდა. შოთიკო არ ყოფილა ძალიან ცელქი ბავშვი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს მილში მობილურით ჩაანათა ნათესავმა და ასე იპოვეს" - განუცხადა mshoblebi.ge -ს ოჯახის ახლობელმა.
გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით თავად ბავშვის მამიდაც გამოეხმაურა. მან კომენტარი საიტზევე გამოაქვეყნა.
"ჩემი ქორწილი იყო. ბავშვი 5 წუთის მერე მოვიკითხეთ და ნახევარი საათის განმავლობაში ვეძებდით. ბავშვი სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში კი არ შეძვრა, მაგიდის ქვეშ შესასვლელში იყო 15-მეტრიანი ჩასავარდნი, რომელიც დახურული იყო ჩალის ბადით. გამოკვლევების შედეგად ეს ბადე 3 კილოგრამზე მეტ წონას ვერ უძლებდა. ბავშვს ნახევარი საათის განმავლობაში ვეძებდით და არც ერთმა თანამშრომელმა არ გვითხრა, რომ ამ მაგიდის ქვეშ ასეთი რამ იყო და იქაც გვეძებნა. მათ შორის იყო ქალბატონი თამარ გომართელიც. მე პირადად მივაწოდე თამარ გომართელს სტუმრების სია და იქ ეწერა, რომ ბავშვი 7 წლის იყო. იხილეთ სრულად