როგორ აღდგა მათი მეგობრობა, ზოგადად, როგორ ბრუნდებიან წასული ადამიანები მის ცხოვრებაში და როგორ იღებს მათ, ამის შესახებ ვერიკო ტურაშვილი
- ვერიკო, ზაფხული როგორ გაატარეთ, რა გეგმებით ხვდებით სამუშაო სეზონს?
- შვილებთან, ლიზასთან და ნატაშკასთან ერთად დავისვენე, მაგრამ სამუშაოც მქონდა. კარგა ხანს ზღვაზე ვიყავით, შემდეგ აბასთუმანში წავედით. აჭარაში კონცერტებში ვმონაწილეობდი. აქტიური ზაფხული გამომივიდა.
ჩემს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ახალი სიმღერები ჩავწერე. ძალიან მინდა, ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპის გადაღებაც მოვახერხო. სხვა სიმღერების ჩაწერასაც ვაპირებ.
- ბათუმში ანრი ჯოხაძის კონცერტში მონაწილეობდით. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
- დიდი ხანია ასეთი კარგი კონცერტი ქართველ შემსრულებელს არ ჰქონია. ზღვის სეზონის ბოლო იყო, ბევრი დამსვენებელი აღარ იყო, ამიტომ გამიკვირდა, როდესაც კონცერტმა ასეთი ანშლაგით ჩაიარა. იყო კარგი ხარისხი, კარგი დუეტები, ორკესტრიც ჰყავდა, ბენდი, მოცეკვავეები... მგონია, რომ სრულყოფილი გამოვიდა. იხილეთ სრულად