07 სექტემბერი, 2016
"როცა მაქსთან წყვილში ვიდექი, მთელი ხარჯის გაღება მე მიწევდა" - რატომ ვერ პოულობს სალომე ჭაჭუა შესაფერის პარტნიორს
სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში წარმატებული კარიერა და კარგი გარეგნობა მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დიდი შრომის ფასად უჯდება. თითქმის მთელ დღეს სავარჯიშო დარბაზში ატარებს, რაციონსაც მკაცრად აკონტროლებს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მოცეკვავე ყოფილ პარტნიორზე მაქს რიჟიკოვზე და იმაზეც ისაუბრა, თუ ვის ეძებს ახალ მეწყვილედ:

"მეწყვილის მონახვა ასეთი მარტივი არ არის. რაღაც ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. მთავარია, კარგი და ცნობილი მოცეკვავე იყოს, რომელსაც სახელი ექნება დამკვიდრებული. გულით მინდა, 25 ან 50 საუკეთესო წყვილს შორის ცეკვავდეს"

- ასეთი ძლიერი
მოცეკვავე საქართველოში ჩამოვა?
- ერთი ძალიან კარგი მოცეკვავე ვნახე, მსოფლიოს ნახევარფინალისტი, რომელიც საუკეთესო 12 წყვილს შორის არის შესული. იტალიაში ჩავედი და სინჯები მქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, შოუებში ეცეკვა, რადგან იქ მეტი ანაზღაურებაა. შეიძლება ძალიან კარგი მოცეკვავე იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ შევეწყოთ, ერთმანეთს ვიზუალურადაც უნდა შევესაბამებოდეთ, სიმაღლეში შევეფერებოდეთ. ისიც გასათვალისწინებელია, აქ რამდენად შეძლებს ცხოვრებას ან მე იქ წასვლას როგორ მოვახერხებ.

- მაქსთან წყვილში ცეკვამ რა შეგძინათ?
- ჩვენ დაახლოებით 2 წელი ვცეკვავდით ერთად: თვეში ორჯერ დავდიოდით ტურნირებზე, პირადი მწვრთნელი გვყავდა. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS