07 სექტემბერი, 2016
ნინია კაკაბაძე 15 წლის წინ მომხდარ ავარიაზე - ''ნეტავ, მე მომკვდარიყავი და თეონა ცოცხალი ყოფილიყო''
თხუთმეტი წლის წინ ნინია კაკაბაძე და რეჟისორ გიო მგელაძის მეუღლე ვარიაში მოყვნენ. გიოს მეუღლე სამწუხაროდ გარდაიცვალა.

თხუთმეტი წლის შემდეგ ნინია მომხდარს ფეისბუქზე იხსენებს.

''15 წლის წინ 4 სექტემბერს ავარიაში მოვხვდით. ეს დღე ჩემს თავში და თვალებში იმდენჯერ დატრიალდა, რამდენი დღეც გავიდა მას შემდეგ. რაღაც დეტალებს მაინც ვერ ვიხსენებ, მაგრამ ფოთის ის ხეივანი სულ თვალწინს მაქვს.

სენაკის მიგდებულ და დაცარიელებულ საავადმყოფოში რომ მიგვიყვანეს, ფეხშიშველი და სისხლებში ამთხვრილი დავდიოდი საავადმყოფოს ცარიელ და ბნელ დერეფნებში და თეონას
ვეძებდი (არ ვიცოდი მისი გარდაცვალების ამბავი). ამ სცენას ხშირად ვხედავ სიზმარში, ოღონდ სიზმარში ვპოულობ. ცოცხალია და ისევ ისეთი ახალგაზრდა, ლამაზი, მხიარული და სიცოცხლით სავსე.

მაშინ ვფიქრობდი და ახლაც იგივეს ვფიქრობ, ნეტავ მე მომკვდარიყავი და თეონა ცოცხალი ყოფილიყო. ჩემზე გაცილებით მეტს შეძლებდა ლუკასთვისაც და ზუკასთვისაც, ყველასთვის ვინც გადარჩა და გადარჩებოდა.

ყველაზე მაგარი, ერთგული, ძლიერი, თავდადებული იყო!'', წერს ნინია კაკაბაძე.

რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ მეუღლეზე გიორგი მგელაძე ''რეიტინგთან'' ინტერვიუში ამბობდა:

''რომ დავქვრივდი, ძალიან დიდხანს თეონაზე ვერაფერს ვამბობდი. თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია.

გოგონები ამბობენ, რომ ჩემთან ძალიან კარგია, რომ ჩემი გერლფრენდობა ძალიან მაგარია, ექვსი თვე და მერე უკვე ყველაფერი რთულდება. ეჭვიანი და რამის ამკრძალავი არ ვარ. ასეთი სისულელეები არ მჩვევია. ხშირი ''ზაპოები'' მქონდა და ეს ქალისთვის ძნელი ასატანია. თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ ''დაუნ'' (ქვევით) - არა, ''აფ'' (ზევით).''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS