02 ოქტომბერი, 2013
ვინ არის თამუნა მუსერიძის ახალი სიყვარული
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდის გაიყარა მათი გზები, მაგრამ თამუნამ გუშინ ''ფეისბუქზე'' ახალი სიყვარულის შესახებ გვაუწყა მართალია, პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრამ სრულიად ინტერნეტსივრცე და ტელევიზიები დაიპყრო, მაგრამ ქვეყანაზე პოლიტიკის გარდა სხვა რაღაცებიც ხდება...
ამჯერად მინდა, ყოფილი ტელეწამყვანის თამუნა მუსერიძის ახალი სიყვარულის შესახებ გიამბოთ.

''ფეისბუქი'' რომ საჯარო ტრიბუნა გახდა და მისი მეშვეობით ჟურნალისტებს და არა მარტო ჩვენ, ბევრი სიახლის გაგება შეგვიძლია, ამაში ალბათ თქვენც დამეთანხმებით.... მითუმეტეს, რომ ცნობილი სახეები საკუთარ ''ფეისბუქ'' გვერდზე საჯაროდ სტატუსების წერისა და ამა
თუ იმ ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს აღარ იკავებენ.

მერე კი როცა მედიის წარმომადგენლები მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნიუსებს ვწერთ, უკმაყოფილონი რჩებიან. არადა ფაქტია, რომ სტატუსებს იმისთვის აქვეყნებენ, რომ ის კონკრეტული ინფორმაცია სხვებმა ნახონ და გაიგონ....

თუ ასე არ არის, მაშინ გამოიყენონ ''ფეისბუქის'' ის ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი, ფოტო თუ სხვა რამ, მხოლოდ მისთვის სასურველმა წრემ ნახოს... ეს ისე, უკმაყოფილო რესპონდენტთათვის....

ახლა თამუნა მუსერიძეს მივუბრუნდეთ, რომელიც საზოგადოებამ ტელეკომპანია ''პირველი სტერეოდან'' გაიცნო, მის კარიერასთან ერთად ვითარდებოდა მისი პირადი ცხოვრებაც და პრესაც აქტიურად ინტერესდებოდა ამ თემით.

გეტყვით, რომ თამუნას პირველი ქმარი რადიოს წამყვანი და მომღერალი აჩი ფურცელაძე გახლდათ. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამის შემდეგ, თამუნამ გუფიზე, იგივე გურამ მაკალათაზე იქორწინა, რომელიც ბენდ ''ბანდეროლის'' დრამერი გახლდათ და ამჯერად ახალ ბენდთან ერთად გადაცემაში ''ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად'' უკრავს.

გუფისა და თამუნას საერთო შვილი - სანდრო ჰყავთ. ვერც ამ ოჯახმა გაძლო დიდხანს და მალე დაინგრა, რასაც ბევრი უსიამოვნება მოჰყვა.. თამუნა ''რეიტინგთან'' ინტერვიუში იმასაც ამბობდა, რომ გუფი ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა, ამაზე გუფიმ საპასუხო ინტევრიუ მისცა ჩვენს ჟურნალს და ყველაფერი უარყო..... ასე იყო თუ ისე, თამუნა და გუფი ერთმანეთს დაშორდნენ.

ამის შემდეგ რასაკვირველია, თამუნასთვის არ იქნებოდა ადვილი ახალი ურთიერთობის აწყობა, მაგრამ ყველას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი ცხოვრება... გარკვეული დროის შემდეგ პრესა თამუნასა და საბა ხაჟალიას რომანზე წერდა.

საბა ხაჟალია თბილისის მერიაში მუშაობდა და მისით ტელეწამყვანი მოხიბლული იყო. მუსერიძე არც პრესასთან საუბარს ერიდებოდა ამ თემაზე.... სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როდის გაიყარა მათი გზები, მაგრამ თამუნამ გუშინ ''ფეისბუქზე'' ახალი სიყვარულის შესახებ გვაუწყა.

ეს ადამიანი ლაშა კიკალიშვილია, რომელიც ''კიკალა სტუდიო ტვ'' -სა და ''საზოგაოდოებრივ მაუწყებელზე'' მუშაობს... სწორედ გუშინ საღამოს მონიშნა ტელეწმყვანმა მისი რჩეული ''ფეისბუქზე'' და აღნიშნა, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვს...
ეს მათთვის, ვისაც აინტერესებს, შეუძლია, არაპოლიტიკური მოვლენების საქმის კურსშიც იყოს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლიკა
ქალბატონო ქეთი:))))))))))))))))))) სანამ რაღაცას დაწერთ გადაამოწმეთ!!!!
13:07 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
salome
Martla usindiso da samarcxvino komentarebia,ratom exebit qals romelsac ar icnobt,magram qartvelebs vin mogvca amis kultura,
02:13 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
salome
Lasha zalian kargi adamiania da tu ar icnobt araa sachiro rac mogafiqrdebat yvelaperi werot komentarebshi,
02:05 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
salome
Aq samarcxvino araperia orive tavisupali adamiania da choria tu sinamdvile eg aravis gasakicxi da gasalanzgia ase saqveynod yvelam tavis cxovbas unda mixedos,aq vinc amat kicxavs warmomidgenia ra cxovrebitaaqvs nacxoverbi aravinaa angelozi
02:02 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
თამუნა დიდ სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებ.შურიანებმა თავიანთ გლახა თავებს მიხედონ.კუზანოვთან წასვლა ბევრს უნდა მაგრამ ვერ ქაჩავენ.გაიხარე თამუნა
20:47 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS