გიორგი ნადიბაიძემ პირველ საკონკურსო დღეს უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა და ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა. ალისა კი მეექვსე ადგილზეა პირველი საკონკურსო დღის შემდეგ.
ალისა დანელიას, ენერგიულმა გამოსვლამ დარბაზში ყველას ყურადღება გამოსვლისთანავე მიიქცია.
ალისა დანელია წარმოშობით ბათუმიდანაა, 2011 წელს ''ჯეოსტარში'' იღებდა მონაწილეობას, თუმცა ჟიურის გულის მოგება ვერ შეძლო.
მოგვიანებით რუსულ ''იქს ფაქტორიში'' მიიღო მონაწილეობა.
ამჯერად კი ''ახალ ტალღაზე'' ცდის ბედს. ბედნიერი ვარ, რომ სოჭიში შემეძლება საქართველო წარვადგინო. ამბობდა ალისა კონკურსის დაწყებამდე.