04 სექტემბერი, 2016
„ახალი ტალღაზე“ ქართველი მონაწილე პირველ საკონკურსო დღეს მეექვსე ნომრად იმღერებს, როგორ შეძლებს ქართველი მაყურებელი კონკურსის ყურებას
სოჭიში საზეიმოდ გაიხსნა „ახალი ტალღა 2016“, წელს ამ კონკურსზე საქართველოს წარადგენს „ახალი ხმის“ გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე.

გიორგის  მწვრთნელი პროექტში ქეთა თოფურია იყო.

ქეთა „ახალ ტალღაძეც“ გულშემატკივრობს გიორგის და მასთან ერთად დუეტსაც შეასრულებს.

სამწუხაროდ საქართველოში ვერც ერთმა არხმა ვერ იყიდა წელს კონკურსის ჩვენების ლიცენია.

„ახალი ტალღისთვის“ თვალის მიდევნება „რასია 1“-ზეა შესაძლებელი.

გიორგი ნადიბაიძის საკონკურსო ნომერი პირველ დღეს მეექვსე იქნება, ეს ნომერი ძმებმა მელაძეებმა, კონსტანტინე და ვალერი მელაძეებმა აირჩიეს მისთვის ფარულ კენჭიყრაზე.

„შეიძლება უმნიშვნელოა, მაგრამ სასიამოვნო იყო რომ
ქართველებისგან მხვდა 6.

დღეს პირველი საკონკურსო დღეა და დიდი იმედი მაქვს წარმატების!

22:30 - ზე რასსია 1 ის ეთერში“! წერს გიორგი ფეისბუქზე. სოციალურ ქსელში გიორგის ქართველი გულშემატკივრები ამხნევებენ და წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
aga
წარმატებები.კიდევ ერტხელ დაუმტკიცოტ მსოფლიოს რომ ქარტველები ყველაფერსჰი მაგრები ვარტ.
20:20 / 04-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS