03 სექტემბერი, 2016
ჯინსების თაობაზე ფილმის გადაღება დაწყებულია -მთავარ როლს ქართველი „ალენ დელონი“ თამაშობს - ნახეთ, პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. მათი გეგმა არ იყო იდეალური, ბევრი რამ გათვლილი არ ჰქონდათ. ალბათ ამიტომაც შეეწირა მათ სურვილს რამდენიმე ადამიანი... 

რვა ახალგაზრდა, როგორც საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და გაიტაცეს.  

მათ სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ... ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას ჯინსების თაობა შეარქვეს.

რამდენიმე წლის წინ ამ ტრაგიკულ ამბავზე ფილმის გა
დაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.

ნიკოლოზ ხომასურიძემ ჯერჯერობით იდეის განხორციელება ვერ შეძლო. რეზო გიგინეიშვილი უკვე მუშაობს ფილმზე. 

ფილმში გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს, მის მეუღლეს კი თინა დალაქიშვილი თამაშობს.

ირაკლი ნინო ქორიძის და დათუნა კვირიკაძის შვილია, რომელსაც ქართველ „ალენ დელონს“ უწოდებენ.

თინა დალაქიშვილი კი ფართო მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. 

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" ჰქვია და მისი დამთავრება 2017 წელს იგეგმება.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

RatingRatingRatingRatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
ფიქრია
ჩემთვის პირადად ძალიან საინტერსოა როგორი გამოვა ფილმი.ასე მკაცრადაც ნუ განსჯით მათ. ეჰ ძალიან მეცოდებიან და მტკივა ყოველი მათგანი, ყველამ ვიცით რა სისტემაც იყო მაშინ, აზრზე არ ვიყავით რა ხდებოდა რასაც ტელევიზიით გადმოგვცემდნენე გვეგონა მართალი სხვანაირად ვერც წარმოგვედგინა, მაშინ პირველკურსელი ვიყავი მგონი და ყველაფერი მშვენივრად მახსოვს რა განწყობა იყო და გვქონდა, ბევრი წლების მერე ვნახე დოკუმენტური ფილმი საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცებების მცდელობების შესახებ. ბევრი მცდელობები, რომლებსაც არ ახმაურებდნენ. ბევრი ცუდად დამთავრებული. ეს წიგნიც წაკითხული მაქვს. ერთი კია რომ ბევრი რამე მიაწერეს ამათ და ბევრიც თვითონ არ გამოუვიდათ კარგად და სწორად. ახალგაზრდები იყვნენ სისხლი უდუღდათ და რაღაცის დამტკიცება უნდოდათ თუ მართლა წასვლა უნდოდათ არავინ იცის , გეგას დედაც არასდროს ამართლებს და ბოდიშს იხდის. ვერ გაიაზრეს რომ სხვისთვის შეეძლოთ უბედურება მოეტანათ და სხვა ადამიანების გაწირვა რომ შეიძლება მომხდარიყო სახელმწიფოს თუ თუნდაც მათი მხრიდან ვერ გათვალეს ყველაფერი. უბრალოდ სხვისი სიცოცხლის ხარჯზე და სხვა ოჯახების უბედურების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს შენი თავისუფლება, მათ თავიანთი ოჯახებიც გაწირეს რა მოელოდათ მათი წასვლის შემდეგ გაწირეს ფაქტიურად. ამიტომ რა ვქნა გმირებად არ მიმაჩნია ნამდვილად მაგრამ ჩემი ქვეყნის განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ, ძალიან ცუდი იყო ყველაფერი რაც სახელმწიფოს და სისტემის მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა.
13:05 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი-ს
როცა უეჭველი გგონია რომ თუ ჩავარდები მაინც გამოგაძვრენენ, ძალიან ადვილია გაბედო რამე. ყველა საცოდავია ვინც ამ სისულელის მსხვერპლი გახდა. თუმცა ვფიქრობ ფილმი ახმათგერ გარდაფხაძეზე უნდა გადაიღონ და კიდევ სხვა პილოტებზე და ხალხზე ვინც იმ თვითმფრინავში იყო და არა ტერორისტებზე
09:13 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
Iზი
შენი Uპასუხისმგებლო საქციელის გამო თუნდაც ერთი ადამიანი რომ დაზარალდეს სინდისი სუფთა ვეღAრ გექნება, ეს ერთი Dა მეორეც ჩემი სიცოცხლის Xარჯზე ნურც თავისუფლებაზე, ნურც სისტემის ნგრვაზე Dა ნურც გმირობაზე ნუ იოცნებებ.
22:54 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ტერორისტების წამახალისებელი ფილმი. ვინც ამათ ამართლებს და ეცოდება, ვუსურვებ ტერორისტების მიერ გატაცებულ თვითმფრინავში აღმოცნდნენ უახლოეს მომავალში. ნებისმიერ ტერორისტი რაღაც იდეისთვის წირავს თავსაც და სხვასაც. ისინიც მიიჩნევე, რომ თავისუფლებისთვის იბრძვიან. მაშინ, როცა ეს ამბავი მოხდა საბჭოთა კავშირიარავითარ ჩაკეტილ ქვეყანას არ წარმოადგენდა. ყველა ისეთი ოჯახიდან იყო, სადაც უნდოდათ იქ შეეძლოთ წასვლა. კარგად მახსოვს მათი სასამართლო პროცესი, მათი ცინიკურისახეები... მე მათ მშობლებს უფრო ვამტყუნებ- არ უნდა გაზარდო შვილი ასეთი ზიზღით იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობს. შედეგი სახეზეა!
12:44 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
გიოს ვეთანხმები....
ნაძირალები ხართ ვინც ამ ფილმს იღებთ და ტერორისტებს ამართლებთ. არავითარი იდეოლოგია და პოლიტიკური მოტივაცია ამ ამბავს არ ჰქონდა. ესენი იყვნენ ნომენკლატურის გაზულუქებული შვილები, რომელთაც არაფერი არ აკლდათ და დაუსჯელობის სინდრომით იყვნენ შეპყრობილნი. ამ ფილმის შემქმნელები სულში აფურთხებთ იმ უდანაშაულო ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მათ უზნეობას შეეწირნენ. ასევე მათ ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმფრინავში ისხდენენ. ამ ტერორისტებს თავისუფლად შეეძლოთ წასასვლელად სხვა გზა აერჩიათ, თუნდაც გადასულიყვნენ სოციალისტურ ქვეყნებში და იქიდან გაქცეულიყვნენ, ან თუ ვაჟკაცები იყვნენ თურქეთის საზღვარზე ფეხით გადასულიყვნენ. სიმართლე ის არის რომ ესენი იყვნენ ნარკომანები და ისე უყვარდათ საქართველო, როგორც მოზამბიკის პრეზიდენტს. ნუ ატყუებთ ეხლანდელ ახალგაზრდობას და ვიღაცეები ამ უბედურებაზე ნუ იკეთებთ კარიერას. მე მართლა მენანება ისინი რომ მათ უაზრო ამბიციებს შეეწირნენ, მაგრამ საინტერესოა ეს რომ მომხდარიყო ამერიკაში, ან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავზე ხელს გადაუსვამდნენ და გმირებად გამოიყვანდნენ ჩვენსავით? ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ არეული გვაქვს სიკეთისა და ბოროტების აღთქმა და მოვლენებს თავის სახელს არ ვარქმევთ. გთხოვთ არ დამბლოკოთ
12:37 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
გაქსუებულმა ახალგაზრდებმა შეიწირეს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე. კიდევაც რომ არ გაესროლათ თვითონ, მაინც მათი მიზეზით დაიღუპა უდანაშაულო ადამიანები და ვინც გადარჩა იმათმაც დიდი სტრესიო განიცადეს. ახლანდელი გადასახედიდან საბჭოთა კავშირი ბევრად ჰუმანური სახელმწიფო ყოფილა, ვიდრე დღევანდელი საქართველო! ტურაშვილის ზღაპრები ნეტავ ვის ჯერავს.
12:34 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ვაი ვაი
რაც ამ ქვეყანამ გადაიტანა, იმის მერე თქვენ ხალხის შოკი გიკვირთ? დაინგრა ქვეყანა. ომი და ამდენი უბედურება გადაიტანა ხალხმა და იმ საწყალი ბიჭების გაქცევაა სალაპარაკო? თუ არ იცით მე გეტყვით, ხალხი იმ საშინელი კაცის(სატანის) დახოცილია. იქნებ ამიხსნათ თვითმფრინავი გარედან რატომ იყო დაცხრილული? ხელი გამოყვეს თვითმფრინავიდან და ისე ისროლეს? სირცხვილია მათი ნათესავების მაინც შეგრცხვეთ.ისინი დახოცილები არიან,სულ ახალგაზრდები. მათ ხსოვნას მაინც ეცით პატივი.
11:17 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია თარგამაძე
VEED შენი შვილი ან მშობელი რომ მომკვდარიყო იმ თვითმფრინავში მაშინ რა კომენტარს დაწერდი ნეტავ.????სულით მონები არავინაა.ისინი კიდევ ტერორისტები იყვნენ
08:51 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
გოგა
რომ არ დაესაჯათ სიკვდილით ,მერე სხვა გაპეტიშებული ჯინსებიანები იგივეს გააკეთებდნენ.
17:54 / 04-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მადლენი
გიოს ვეთანხმები.ისინი იყვნენე განებივრებულნი ტიპები და ტერორისტები.მათ არ ჩაუხოცავთ მგზავრები მაგრამ მათი მიზეზით მოკვდა უდანაშაულო ხალხი და ვინც გადარჩა დღემდე დეპრესიაშია.ისინი იყვნენ უცილოდ დამნაშავეები,ტერორისტები და დასასჯელები.
14:21 / 04-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS